გერმანიის რეგიონული ლიგის მორიგ ტურში “ჰერტა 2” “ცვიკაუს” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა, აღნიშნულ მატჩში 22 წლის ქართველმა ფორვარდმა შალვა ოგბაიძემ გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
მე-5 წუთზე შაკომ მეტოქის საჯარიმოში “ცვიკაუს” მცველს ბურთი აართვა და დიონ აჯვაზის გაატანინა, მე-20 წუთზე მობიუსმა სხვაობა აღადგინა, 62-ე წუთზე კი სტარცევმა შორეული დარტყმით სტუმრები წინ გაიყვანა.
74-ე წუთზე ოგბაიძემ მცველებს ზურგს უკან შესანიშნავი აჩქარება განახორციელა, კუთხე ჩახურა და გოლის გატანა ნახტომში მოახერხა.
ამის შემდეგ “ცვინკაუ” კვლავ წინ გავიდა, თუმცა 90-ე წუთზე უნალმა გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
“ჰერტა” რეგიონულ ლიგაში 5 ქულით მე-12 ადგილს იკავებს და მორიგ მატჩს 30 აგვისტოს “ჰერტა ზეჰლენდორფის” წინააღმდეგ გამართავს.
ცნობისთვის, ოგბაიძე “ჰერტას” იანვრის ბოლოს შეუერთდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 22 წლის თავდამსხმელმა გერმანულ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩაკვეტაძის “ვალენსიაში” გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება – როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
[VIDEO] სეზონი გოლით გახსნა – მიქაუტაძემ “ლანსს” გაუტანა
გოლი, საგოლე პასი, 0:7 – ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? – ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან…
საგოლე პასი “დორტმუნდთან” – ახალგაზრდა ქართველის კარგი შემოსვლა გერმანიაში [VIDEO]
გიორგი ნემსაძე: შვარცს შეუძლია, ნაკრები გააძლიეროს
გიორგი ლორიას არჩევანი – რა გუნდია “მაგდებურგი”?
გიორგი ნემსაძე: ამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ ხშირად არ მინახავს
