[VIDEO] ოგბაიძემ “კარლ ცაისს” “ცხრიანში” გაუტანა!

გერმანიის რეგიონალლიგის (ჩრდილოაღმოსავლეთი) მორიგ ტურში ბერლინის “ჰერტა II-მა”, რომლის ღირსებას იცავს შალვა ოგბაიძე, ერთ-ერთი ლიდერი იენის “კარლ ცაისი” ისტუმრა და 2:3 დამარცხდა, არადა, 51-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა.
ანგარიში 31-ე წუთზე სწორედ ოგბაიძემ გახსნა (ზოგადად, ქართველებს გვჩვევია “კარლ ცაისის” კარში გატანა). ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ზედიზედ მე-2 მატჩში შეაგდო და სეზონის მონაგარი 4-მდე გაზარდა (პლუს 2 საგოლე პასი). ითამაშა შეუცვლელად.
გოლი, საგოლე პასი, 0:7 – ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
[VIDEO] ოგბაიძის გოლი და საგოლე პასი “ცვიკაუსთან”
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? – ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან…
საგოლე პასი “დორტმუნდთან” – ახალგაზრდა ქართველის კარგი შემოსვლა გერმანიაში [VIDEO]
გიორგი ლორიას არჩევანი – რა გუნდია “მაგდებურგი”?
გიორგი ნემსაძე: ამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ ხშირად არ მინახავს