[VIDEO] ნადირობა ხვიჩაზე – პსჟ-ს კიდევ ორი ფეხბურთელი დაშავდა, თუმცა მაინც გაიმარჯვა

ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ლანსი“ 2:0 დაამარცხა, ს კი ტრავმის გამო მოუწია მოედნის დატოვება.
უკვე დებიუტში კვარაცხელიას მოედნის ცენტრში ედუარი ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. შემდეგ ბარკოლამ ლამაზი გოლით პარიზელები დააწინაურა. მერე ხვიჩა საჯარიმოში შეიჭრა, სარმა შეაჩერა და როგორც ჩანს, სწორედ ამ მომენტში უფრო სერიოზულად დაშავდა, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და შეცვალეს. მას რამდენიმეჯერ ჩაარტყეს ფეხში და მარცხენა ბარძაყზე ნაკაწრები აღენიშნებოდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბარკოლამ დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში ტრავმის გამო მოედნის დატოვება ლის და ბერალდოს მოუწიათ. შეგახსენებთ, ასევე ტრავმირებული არიან დემბელე და დუე.
„პარი სენ ჟერმენი“ 12 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს ისევ სახლში ჩაატარებს – 17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ატალანტასთან“ და იმედია, „კვარა“ დაბრუნებას შეძლებს.
პსჟ – ლანსი 2:0
გოლები: 1:0 ბარკოლა (15), 2:0 ბარკოლა (51)
· Lelo Ამ ბიჭმა გეტრები უნდა აიწიოს, ასევე წვივის დამცავები გაიკეთოს ამისათვის.