[VIDEO] ნადირაძე ზაგრების გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე საქართველოს სახელით 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბულგარელ ბოიან იოტოვთან ჰანსოკუ-მაკეთი (თავით წასვლა ტატამისკენ) დამარცხდა.
ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში ესპანელ დავიდ გარსია-ტორნესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ხორვატ დანი კლაჩარს სძლია.
ლაშას გარდა დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე ამავე წონაში თორნიკე მაზიაშვილმაც იასპარეზა, რომელიც მეორე წრეში იპონით სწორედ ბოიან იოტოვთან დამარცხდა და შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა.
ვიდეო: Silk Sport
U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს
გიორგი ჯაბნიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა!
იაპონიაში 13 ძიუდოისტით – ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვაჟა მარგველაშვილი თელ-ავივის გრან სლემის ფინალში იასპარეზებს
ლიპარტელიანის ოქრო, ნოზაძის ვერცხლი და ლოლაძის ბრინჯაო – თბილისის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
მარგველაშვილის ოქრო და ნადირაძის ბრინჯაო თელ-ავივის გრან-სლემზე [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა – 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა