გამორჩეულმა ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა MMA-ში, კერძოდ კი ორგანიზაცია IFC Global-ში მეორე ბრძოლა გამართა და წინა შეხვედრის მსგავსად, პირველივე რაუნდში გაიმარჯვა.
ბექას მეტოქე ამჯერად მოლდოველი ტაიპან კრისტი გახლდათ. “ტაისონამ” მოლდოველი მებრძოლი პირველ რაუნდში ხელის მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
ღვინიაშვილმა MMA-ს სადებიუტო 2025 წლის 7 დეკემბერს გამართა და ბულგარელ ვესელინ დიმიტროვს, პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია.
შეგახსენებთ, ბექა ძიუდოში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და არაერთი გრანდ სლემისა თუ მასტერსის გამარჯვებულია.
ვიდეო: ჯუდოს დღიურები/Judo Diaries