[VIDEO] მიქაუტაძის 45 წუთი და საგოლე პასი – “ვილიარეალმა” “რაიო ვალეკანო” 4:0 დაამარცხა

ლა ლიგის მე-11 ტურში “ვილიარეალმა” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე “ყვითელი წყალქვეშა ნავის” ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მოედანზე 45 წუთი გაატარა, შემდეგ კი მის ნაცვლად თამი ოკეოვო ოლუვასეი ჩაერთო.
შეხვედრის 22-ე წუთზე ქართველმა საგოლე პასი მიითვალა და გუნდის მეორე ფორვარდმა, ხერარდ მორენომ ვილიარეალის მაისურით 122-ე გოლი გაიტანა და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
“ვილიარეალმა” შეტევები გააგრძელა და 56-ე წუთზე მოლეირომ ასევე ულამაზესი გოლით სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. “ყვითელი წყალქვეშა ნავი” ამაზე არ გაჩერდა და 58-ე წუთზე ჯერ კომესანიამ, შემდეგ კი აიოზე პერესმაც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, “ვილიარეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 23 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილს იკავებს და მორიგ შეხვედრას 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, “პაფოსის” წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
ვილიარეალი – რაიო ვალეკანო 4:0
გოლები: 1:0 მორენო (22), 2:0 მოლეირო (56), 3:0 კომესანია (58), 4:0 პერესი (65)
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში – ზივზივაძემ “აინტრახტს” გაუტანა
[VIDEO] სანდროს 11 ქულა – “ტორონტოს” წაუგებელი სერია “კლივლენდ კავალიერსთან” შეწყდა
“ვილიარეალთან” თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია” – გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის – როდრიგსესთვის “რაიო ვალეკანოში” თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა
მამარდაშვილის შესანიშნავი დაბრუნება – გიორგიმ მეცამეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა – “ვილიარეალმა” “ვალენსია” სტუმრად დაამარცხა
კვარაცხელია და დემბელე კვლავ ერთად – დღეს საინტერესო მატჩებია
მამარდაშვილი ტრავმას გადაურჩა, “ვალენსია” წაგებას – ვერა [VIDEO]
მამარდაშვილის შემცვლელი უკვე “ვალენსიაშია” – სად გადავა ქართველი?
დღეს “კვარა” თუ მბაიე? – 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები – როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი “ვილიარეალი” სიტის” მატჩამდე
[VIDEO] ფრე მადრიდში – მამარდაშვილს თანაგუნდელმა გაუტანა
მიქაუტაძის 66 წუთი – “მანჩესტერ სიტიმ” “ვილიარეალი” უშანსოდ დაამარცხა
ლა ლიგაში სამუელ ეტო'ოს შვილის დებიუტი შედგა
[VIDEO] მიქაუტაძემ “ვილიარეალში” მეოთხე გოლი გაიტანა