[VIDEO] მიქაუტაძემ ლიგა 1 გოლით გახსნა – “ლიონმა” სტუმრად “ლანსს” მოუგო

ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ლანსი“ 1:0 დაამარცხა.
პირთამდე სავსე სტადიონზე მაყურებლებმა ლამაზი თამაში იხილეს. სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, მიქაუტაძემ მეიტლენს-ნაილზი გაიყვანა მეკარე რისერთან ერთი ერთზე, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ ქართველი თავად შეიჭრა საჯარიმოში და სარმა დარტყმა დაუბლოკა. მერე ორჯერ სცადა გატანა, თუმცა მიზანს ვერ უწია. შანსები მასპინძლებმაც ვერ გამოიყენეს, ხოლო კომპენსირებულ დროში ფოფანას ჩაწოდებულ ბურთს გიორგიმ მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი და საფრანგეთის ჩემპიონატი გოლით გახსნა.
მეორე ტაიმში „ლანსი“ უპირატესობას დაეუფლა, მიომენტებიც შექმნა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე დესკამი. მიქაუტაძის წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა ფოფანამ ვერ დააგვირგვინა. მიქაუტაძე და ფოფანა 90+2-ე წუთზე შეცვალეს, „ლიონმა“ კი ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.
მიიჩნეოდა, რომ როდესაც „ლიონი“ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, დასუსტდებოდა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, შეიძლება პირიქითაც მოხდეს.
23 აგვისტოს „ლიონი“ „მეცს“ უმასპინძლებს.
ლანსი – ლიონი 0:1
გოლი: მიქაუტაძე (45+1)
ჩაკვეტაძის გარეშე – “უოტფორდმა” სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
პაუ ლოპესი “ლანსში” გადავიდა, მაგრამ ფრანგულ გუნდში მხოლოდ 1 დღე დარჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
[VIDEO] გაძევება, სამი პენალტი და მიქაუტაძის გოლი
მიქაუტაძეს კონკურენტს მიუყვანს – ფონსეკამ “ლიონის” ტრანსფერებზე ისაუბრა
“კვარას” გარეშე – პსჟ-მა “ლანსს” თამაში შემოუტრიალა
“სიტი” უზბეკი მცველის 50 მილიონად შეძენასთან ახლოსაა
“ბაიერნი” “ლიონის” ნახევარმცველის შეძენას აპირებს
მანჩესტერ “სიტი” უზბეკ მცველს იმატებს
გაოფიციალურობა დაიწყო – “ლიონმა” ჩეხი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოაცხადა
“მანჩესტერ სიტიმ” უზბეკი მცველი 50 მილიონად შეიძინა
“მანჩესტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა “ლიონი” დატოვა
მიქაუტაძის “ლიონმა” 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დაიმატა