ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში „ვილიარეალი“ სახლში „სოსიედადს“ 3:0 ამარცხებს.
მასპინძლები მე-7 წუთზე მორენომ დააწინაურა, მე-15 წუთზე მეტოქეს მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა, 23-ეზე კი ქართველის პასით პეპემ გაიტანა.
მიქაუტაძემ გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.
გიორგის ბოლო 4 მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი – მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 შეხვედაში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.