ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში “ელ კლასიკო” გაიმართა, სადაც მადრიდის “რეალმა” შინ “ბარსელონა” 2:1 დაამარცხა.
72-ე წუთზე ჩაბი ალონსომ ვინისიუს ჟუნიორი შეცვალა, ბრაზილიელმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა და მაშინვე გასახდელს მიაშურა, მის ნაცვლად კი თამაშში როდრიგო ჩაერთო.
DAZN-ის ცნობით, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა მთავარ მწვრთნელს შემდეგი სიტყვები უთხრა: მე?! წადი შენი!“. ალონსომ ბრაზილიელს უპასუხა და მისი დამშვიდება სცადა: “ვინი, დამშვიდდი, დაწყნარდი, გთხოვ”, რაზეც მოთამაშემ უპასუხა: “გა***ი!”. ვინისიუსი გასახდელისკენ გაემართა და თქვა: “მორჩა, გუნდს ვტოვებ!”.
შეხვედრის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ვინისიუსს პირადად გაესაუბრებოდა.
მადრიდის “რეალი” 27 ქულით ლა ლიგას ლიდერობს და მეორეადგილოსან “ბარსელონას” 5 ქულით უსწრებს, “სამეფო კლუბი” მორიგ შეხვედრას 2 ნოემბერს, “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
“კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა” – კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
[VIDEO] კრიტიკოსები დაადუმა – ვინისიუსმა “ლევანტეს” “ტრიველა” გაუტანა
“წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი” – ჩაბი ალონსო “ლევანტესთან” მატჩის შემდეგ
ვინისიუსმა “ატლეტიკოს” ფანებს მატჩის შემდეგ მოედანზე “რეალის” მაისური დაუფინა [VIDEO]
“სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს” – ჩაბი ალონსო
“თქვა, რომ ვინისიუსს 10 წამში ნოკაუტში ჩააგდებდა, ბრაზილიელმა კი სიტყვის შესრულება გასახდელში მოსთხოვა” – “რეალის” ვარსკვლავი მორიგ სკანდალში გაეხვია [VIDEO]
“ვინისიუსი გაძევებას არ იმსახურებდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ”- კარლო ანჩელოტი
“ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმის” – ალონსომ მბაპე შეაქო
“წინ დიდი გამოცდა გველოდება” – ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად – ფლორენტინო პერესის გეგმა
კიდევ ერთი ვარსკვლავი – ვის ყიდვას შეეცდება “რეალი”, თუ ვინისიუსი წავა




