MLS-ის მორიგ ტურში მაიამის “ინტერი” “დისი იუნაიტედს” დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა, აღნიშნულ მატჩში მასპინძელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა.
შეხვედრაში ანგარიში ალიენდემ გახსნა, კრისტიან ბენტეკემ 53-ე წუთზე სხვაობა აღადგინა, მეორე ტაიმში “ინტერი” გააქტიურდა და 66-ე წუთზე ლიონელ მესიმ ჟორდი ალბას პასით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
72-ე წუთზე “ინტერის” სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება 19 წლის არგენტინელს, მატეო სილვეტის გადაულოცა, თუმცა ახალგაზრდა ფორვარდმა პენალტი გააცუდა. 85-ე წუთზე “ლა პულგამ” გოლის გატანა კიდევ ერთხელ მოახერხა და დუბლი შეასრულა, 90+7 წუთზე მურიელმა სხვაობა შეამცირა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, მაიამის “ინტერი” ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, ხავიერ მასკერანოს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 25 სექტემბერს “ნიუ იორკ სიტის” წინააღმდეგ გამართავს.
[VIDEO] თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა – ონანამ საგოლე პასი გააკეთა
“დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს სიტყვები გააბრაზებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა” – შოტლანდიელმა მწვრთნელმა მესი გააკრიტიკა
[VIDEO] მესის ულამაზესი ჯარიმა – მაიამის “ინტერმა” არგენტინელის დუბლით გაიმარჯვა
ყველაფერს ითვლიან – მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
“მარტო უნდა დავტოვოთ” – სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
დაბრუნდება თუ არა ევროპაში? – მესიმ გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] მესის პენალტიდან გოლის გატანა პანენკათი უნდოდა, მაგრამ ასეთი შედეგი მიიღო…
“ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე?” – მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სუარესმა “სიეტლის” სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა




