მაიამის “ინტერმა” მექსიკური “ატლასი” დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ფლორიდელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ 2 საგოლე პასი მიითვალა.
96-ე წუთზე “ლა პულგას” პასით მარსელო ვეიგანდტმა “ინტერს” მოაგებინა, ლეო უჩვეულოდ ემოციური იყო და გამარჯვების მომტანი გოლი მისი მეტოქის, მატიას კოკაროს პირისპირ აღნიშნა.
შეხვედრის შემდეგ კოკარომ განაცხადა, რომ მესიმ მას მოუბოდიშა და საკუთარი მაისური უსახსოვრა.
“მისი ქმედება მიუთითებს თუ როგორი დიდებული ადამიანია”, – განაცხადა კოკარომ მესის შესახებ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მესიმ “მაიამის ინტერის” მაისურით ყველა ტურნირზე 30 მატჩი გამართა, თავი კი 24 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.
Victory – ვიქტორ ოსიმენი “გალათასარაის” ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] მესის ულამაზესი ჯარიმა – მაიამის “ინტერმა” არგენტინელის დუბლით გაიმარჯვა
“ბარსელონას” 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე” – მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
“შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს” – პეტიმ იამალზე ისაუბრა
“ეს უბრალოდ სიგიჟეა” – ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე
მესი შესაძლოა, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს
