კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მერვედფინალის განმეორებით მატჩში მაიამის “ინტერმა” და “ნეშვილმა” ფრედ ითამაშეს, გუნდებს შორის გამართული წინა შეხვედრა ასევე ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე მეოთხედფინალში “ნეშვილი” გავიდა.
აღნიშნულ მატჩში თავის გამოჩენა ლიონელ მესიმ მოახერხა. “ლა პულგამ” მე-7 წუთზე სერხიო რეგილონის პასით ისარგებლა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა, ეს მესისთვის კარიერაში მე-900 გატანილი გოლია.
74-ე წუთზე ესპინოზამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ მაიამის “ინტერის” მაისურით გამართულ 4 მატჩში თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა.