MLS-ის რეგურალური ჩემპიონატის მე-5 ტურში ლიონელ მესის მაიამის “ინტერმა” გასვლაზე “ნიუ იორკს” 3:2 სძლია. მატჩის 61-ე წუთზე წუთზე წონასწორობა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ლეგენდარულმა არგენტინელმა აღადგინა, რითაც მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი ჩაიწერა.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ საჯარიმო დარტყმებიდან ეს ლეოსთვის 71-ე გოლი აღმოჩნდა, რითაც პელე (70 ზუსტი დარტყმა) გადაუსწრო. ახლა მესიზე წინ მხოლოდ ბრაზილიელი ჟუნინიოა, რომელმაც ჯარიმიდან მეტოქე გუნდი 77-ჯერ დაამწუხრა.
სათქმელია ისიც, რომ არგენტინელს კარიერაში უკვე 901 გოლი მოუგროვდა.
