[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა – “ტორონტო რაპტორსმა” “კლივლენდ კავალიერსი” დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსი” “კლივლენდ კავალიერსს” ესტუმრა და 126:113 დაამარცხა.
მოედანს დაუბრუნდა სანდრო მამუკელაშვილიც, მოგეხსენებათ, ქართველმა კალათბურთელმა “ბრუკლინ ნეტსთან” ტრავმის გამო ვერ ითამაშა. “მამუმ” “კლივლენდთან” 17 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სკოტი ბარნსი გახდა, “ტორონტოს” ერთ-ერთმა ლიდერმა 35 წუთში 28 ქულა, 10 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა.
“კლივლენდიდან” დონოვან მიჩელმა 36 წუთში საკუთარ გუნდს 31 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, “ტორონტო” 7 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, “რაპტორსი” მორიგ შეხვედრას 16 ნოემბერს “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ გამართავს.
[VIDEO] ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა – “ორლანდო მეჯიქმა” “ნიუ იორკ ნიქსი” “მედისონ სკვერ გარდენში” დაამარცხა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი – “ორლანდო მეჯიქმა” “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი” დაამარცხა
ზედიზედ მესამედ – “ბოსტონ სელტიქსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა, სანდრომ 10 ქულა დააგროვა – ქართველების გუნდები დამარცხდნენ
[VIDEO] სანდროს 11 ქულა – “ტორონტოს” წაუგებელი სერია “კლივლენდ კავალიერსთან” შეწყდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა – “დალას მავერიქსმა” “ტორონტო რაპტორსი” დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი – “ტორონტომ” ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან – “ტორონტომ” “მილუოკი” დაამარცხა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა – ბითაძის “ორლანდო” “ფილადელფიასთან” დამარცხდა
გოგას სათამაშო დრო იზრდება – “ორლანდომ” “კლივლენდი” დაამარცხა [VIDEO]
ბითაძის 6 წუთი – “ორლანდომ” “კლივლენდის” 16-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში – “მაიამი ჰიტმა” ოვერტაიმში გაიმარჯვა
“ნიქსმა” “კავალიერსი” დაამარცხა და 3:1 დაწინაურდა
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით – ქართველების გუნდები დამარცხდნენ