ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ტორონტო რაპტორსი” სტუმრად 123:120 დაამარცხა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ლებრონ ჯეიმსმა ბურთი კუთხეში მდგომ რუი ჰაჩიმურას გადასცა, იაპონელმა კი სამქულიანი ზუსტად ტყორცნა და “ანგელოზებს” მორიგი გამარჯვება მოუტანა.
მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო. სანდრომ მოედანზე 37 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ლუკა დონჩიჩის გარეშე დარჩენილ “ლეიკერსს” ოსტინ რივზმა ულიდერა, უკანახაზელმა 41 წუთში 44 ქულა, 5 მოხსნა და 10 ასისტი დააგროვა.
მატჩი ერთგვარად ისტორიულიც გამოდგა, რადგან ლებრონ ჯეიმსმა მინიმუმ 10 ქულის მოგროვება ვერ მოახერხა და ეს ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. 41 წლის ვეტერანმა შეხვედრა 8 ქულით, 6 მოხსნითა და 11 შედეგიანი პასით დაასრულა.
ამრიგად, “ტორონტო” 15 მოგებითა და 8 მარცხით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. “რაპტორსი” მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს “შარლოტ ჰორნეტსთან” ჩაატარებს.
“ლეიკერსი” 16 მოგებითა და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, “ანგელოზები” 6 დეკემბერს “ბოსტონ სელტიქსს” დაუპირისპირდებიან.
[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 – “ლეიკერსმა” ლებრონის გარეშე მოიგო
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა – “დალასს” დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი – “ტორონტომ” “ინდიანა” ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის “რეალში” მსურს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა – NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე – “ლეიკერსმა” მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი” დაამარცხა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია – “ლეიკერსი” “მინესოტასთან” დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
“ლეიკერსი” და ახალი იდენტობა – როგორ იქნება იდეალური ქიმია?!
[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – “ტორონტომ” ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა – “ლეიკერსმა” კალიფორნიულ დერბიში “კლიპერსი” დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი – “ტორონტომ” “ინდიანა” ბოლო წამებზე დაამარცხა
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან – საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილმა ძირითად ხუთეულში დაიწყო – “ტორონტომ” ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა – “დალასს” დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის 27 წუთი – “ტორონტო” “ნიუ იორკ ნიქსთან” დამარცხდა
[VIDEO] სანდროს საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში – “ტორონტომ” ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო
“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
[VIDEO] მამუკელაშვილის 13 ქულა და “ტორონტოს” მოულოდნელი მარცხი “შარლოტ ჰორნეტსთან”




