[VIDEO] მამუკელაშვილის პასი და ქუიკლის გასროლა – “ტორონტომ” “შარლოტი” ბოლო წამებზე დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსმა” “შარლოტ ჰორნეტსი” 97:96 დაამარცხა.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე “შარლოტი” ლამელო ბოლმა წინ გაიყვანა, კანადელების ტაიმაუტის შემდეგ კი სანდრო მამუკელაშვილის პასით იმანუელ ქუიკლმა სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა და “ტორონტოს” მორიგი გამარჯვება მოუპოვა.
სანდრომ მოედანზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არ ჯეი ბარეტი გახდა, რომელმაც 35 წუთში 28 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამრიგად, “ტორონტო რაპტორსი” 23 მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს, კანადელები მორიგ შეხვედრას 10 იანვარს “ბოსტონ სელტიქსის” წინააღმდეგ გამართავენ.
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი “ატლანტასთან” – “ტორონტომ” ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
[VIDEO] მამუკელაშვილმა “შარლოტთან” 15 წუთი ითამაშა – “ტორონტო რაპტორსმა” ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა
[VIDEO] მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა – სანდროს ბრწყინვალე მატჩი “ატლანტა ჰოუქსთან”
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი – სანდრომ “ტორონტოს” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
მამუკელაშვილის 2 და იანისის 50 ქულა – “მილუოკიმ” “პელიკანსი” დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი – “ტორონტომ” “გოლდენ სტეიტი” ოვერტაიმში დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი – “ტორონტო” “ვაშინგტონ უიზარდსთან” დამარცხდა
ბითაძის 4 დაფარება – “ორლანდომ” “შარლოტი” დაამარცხა [VIDEO]
ლებრონის 30 ქულა, უესტბრუქის სამმაგი – “ლეიკერსმა” “დენვერს” მაგარი მატჩი მოუგო [VIDEO]
ბითაძეს სათამაშო დრო გაუზარდეს – “ორლანდომ” “შარლოტი” დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის 13 ქულა და “ტორონტოს” მოულოდნელი მარცხი “შარლოტ ჰორნეტსთან”
[VIDEO] მამუკელაშვილი V ბითაძე – “ტორონტომ” 21-ქულიანი ქამბექი შეასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი “ატლანტასთან” – “ტორონტომ” ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა