ჰონგ-კონგში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში “ლივერპული” “მილანთან” 2:4 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდან ვიხილეთ, მან ალისონ ბეკერი შეცვალა. მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მე-10 წუთზე “ლივერპულის” მცველების შეცდომით იტალიელებმა ისარგებლეს და კონტრშეტევაზე რაფაელ ლეაომ “მერსისაიდელები” დასაჯა.
26-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით დომინიკ სობოსლაიმ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ “ლივერპულმა” არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ “როსონერის” კარის დარაჯმა მაიკ მენიომ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
52-ე წუთზე ლეაოს მორიგი შედეგიანი მოქმედების შემდეგ რუბენ ლოფტუს-ჩიკმა “მილანი” წინ გაიყვანა. მე-60 წუთზე კი ალექსის სალემაკერსის ეფექტური თამაშის შემდეგ ნოა ოკაფორმა მამარდაშვილს გაუტანა.
90+3 წუთზე კოდი გაკპომ სხვაობა შეამცირა, ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ წუთში, კოსტას ციმიკასის მიერ გიორგი მამარდაშვილის მისამართით გაკეთებული არაზუსტი პასის შემდეგ, ოკაფორმა ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მომდევნო სპარინგს „ლივერპული“ 30 ივლისს იოკაჰამაში ადგილობრივ „მარინოსთან“ გამართავს.
ლივერპული – მილანი 2:4
გოლები: 0:1 ლეაო (10), 1:1 სობოსლაი (26), 1:2 ლოფტუს-ჩიკი (52), 1:3 ოკაფორი (60), 2:3 გაკპო (90+3), 2:4 ოკაფორი (90+4).
· . პირველი ტაიმი არ მიყურებია.მეორე ტაიმში მამარდაშვილი იდგა კარში.ჯერ მილანმა საკუთარ საჯარიმოსთან ,მატცხენა ფლანგზე მოიპოვა ბურთი,ერთი პასით გააყოლეს ლეაოს,რომელმაც საჯარიმომდე იარა,თვითონაც შეეძლო დარტყმა,მაგრამ სრულიად თავისუფალ ლოფტუს ჩიკს მიაწოდა და მამარდას შანსი არ ჰქონდა.მალევე მარჯვენა ფლანგიდან კონტრშეტევას,კარის წინ ჩაწოდება მოჰყვა,დაცვა ისევ ჩავარდა და ოკაფორმაც აუღებელი დაარტყა.ლივერპულმა დამატებულ წუთებში შეამცირა სხვაობა,თუმცა იქვე,მილანმა შეტევა სცადა,ლივერპულის მცველმა ბურთი საჯარიმოს წინ გამოსულ მამარდას მიაწოდა,მან მარცხენა ფლანგზე,მგონი ციმიკასს მიაწოდა ბურთი,თუმცა ის დააპრესინგეს და ბურთი ცუდად დაუბრუნა გიორგის.ბურთი გიორგის გვერდით გასცდა და პრესინგზე წამოსულ,სიჩქარე აკრეფილ ოკაფორს,მამარდა ვერ დაეწეოდა.ოკაფორმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.კიდევ ერთ დაცვის უკან გადაგდებულ ბურთზე,წინ გამოსულმა მამარდაშვილმა თავით ითამაშა და პარტნიორს მიაწოდა,თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა.სულ ეს იყო.მილანი ძალიან მაგრად გარბოდა სწრაფ კონტრშეტევებზე.ლეაო,ლოფტუს ჩიკი და ოკაფორი,მაღლები,მძლავრები,სწრაფები და ძალიან საშიშები არიან,ასეთ თამაშში.ლეაოს ტექნიკა და დრიბლინგიც ყველას მოეხსენება.ლივერპულში კი,თითქოს ინიციატივის თავზე აღების ეშინოდათ ფეხბურთელებს და საჯარიმოში პასაობდნენ,დარტყმის ნაცვლად.მოგერიების გარეშე სამ გოლს რომ გაუშვებ,არა მგონია მამარდას პოზიციები გაუმაგრდეს,თუმცა შეუძლებელია ორ გოლში ბრალი წაუყენო.ბოლო გოლში კი,შეეძლო ბურთი ვთქვათ შორს, წინ გადაეგდო,მაგრამ იქ ბურთი დაიკარგებოდა და ბოლო დამატებულ წუთზე დაკარგვა ლივერპულს,გადარჩენის ბოლო შანსს ართმევდა.ეგეც არ იყოს,მისი პასი ზუსტი იყო და დაბრუნებული პასი აღმოჩნდა ცუდი.ციმიკასსაც შეეძლო ბურთის წინ გადაგდება.
· გალაქსი სირცხვილი და თავის მოჭრა!
დაიწყება თავდავიწყება – რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
სალაჰი თავის თავს ისტორიაში საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად მიიჩნევს
“ლივერპულის” გეგმა – კიეზას გაყიდვა და მიქაუტაძის თანაგუნდელის შეძენა
“ვალენსიამ” მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
“დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას “ლივერპულშიც” მოახერხებს – სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
[VIDEO] მამარდაშვილმა “ლივერპულში” სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
