„ლივერპულმა“ წინასასეზონო მზადებისას პირველი ამხანაგური მატჩი გასვლაზე ჩემპიონშიფის „პრესტონთან“ ჩაატარა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის დაწყების წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავტოავარიაში გარდაცვლილი დიოგუ ჟოტას და მისი ძმის ანდრე სილვას ხსოვნას.
გუნდმა ფეხბურთელებს დროებითი ნომრები გადასცა. ახალწვეულმა გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 55-ე ნომრიანი მაისურით ითამაშა. მას ბევრი სამუშაო არ ჰქონია და გოლი არ გაუშვა.
შესვენების შემდეგ მწვრთნელმა არნე სლოტმა მთელი შემადგენლობა შეცვალა და კარში მამარდაშვილის ნაცვლად ფრედერიკ ვუდმანი ჩადგა, რომელიც გასულ სეზონში „პრესტონის“ ღირსებას იცავდა. ალისონი განაცხადში არ იყო.
„ლივერპული“ 26 ივლისს მორიგ შეხვედრას ჰონგ-კონგში „მილანთან“ გამართავს, კიდევ ოთხ სპარინგს ჩაატარებს, 15 აგვისტოს კი, პრემიერლიგის პირველ ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.
პრესტონი – ლივერპული 1:3
გოლები: 0:1 ბრედლი (33), 0:2 ნუნიესი (53), 1:2 ლინდსი (83), 1:3 გაკპო (88)
ლივერპული (სასტარტო): მამარდაშვილი, ბრედლი, სტივენსონი, გომესი, ციმიკასი, გრავენბერხი, ნიონი, სალაჰი, სობოსლაი, ნუმოა, კიეზა
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში
“პრესტონის” ფეხბურთელმა ლატარეაში 1 მილიონი მოიგო [VIDEO]
ჩაკვეტაძე დაბრუნდა – “უოტფორდი” სახლში “პრესტონთან” დამარცხდა
ალისონი “ლივერპულში” რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? – ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდმა” “პრესტონი” გაანადგურა [VIDEO]
მამარდაშვილის “ლივერპულის” სუპერ ტრანსფერი – სარეკორდო კლუბში და სულ მალე ბრიტანეთშიც
“ის არასდროს დაგვავიწყდება“ – ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
დარვინი “ნაპოლის” უახლოვდება – ნუნუესი სავარაუდოდ, “პარტენოპეის” ფორვარდი გახდება
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდის” უგოლო ფრე “პრესტონთან”
მატჩისას ორჯერ წაავლო სასქესო ორგანოზე ხელი და…
ოფიციალურად: მამარდაშვილს “ლივერპულის” მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
მამარდაშვილის “ლივერპული” კიდევ უფრო ძლიერდება – კერკეზი კარიერას “ენფილდზე” გააგრძელებს
“ლივერპულის” დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ
“უოტფორდმა” 0:3 წააგო – ჩაკვეტაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო
“ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი” – რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა
“ლივერპულმა” “მამარდას” შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა” – “ბარსას” სპორტული დირექტორი
