[VIDEO] მამარდაშვილის პირველი პრემიერლიგური “მშრალი მატჩი” და “ლივერპულის” “ასტონ ვილასთან” გამარჯვება

პრემიერლიგის მეათე ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ 2:0 მოუგო – გიორგი მამარდაშვილმა პირველად შეინახა მერსისაიდულ გუნდში “კარი მშრალად”.
მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, თავიდან უფრო სახიფათო მომენტები სტუმრებმა შექმნეს – როჯერსმა ბურთი ძელს გაარტყა, მამარდაშვილმა კი კეშის ვან დეიკისგან რიკოშეტით და როჯერსის დარტყმული ბურთები მოიგერია. აქედან მოყოლებული მასპინძლები იერიშებზე გადავიდნენ, სობოსლაიმ ორი შანსი ვერ გამოიყენა, ეკიტიკეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხოლო კომპენსირებულ დროში სალაჰმა დალაშქრა მარტინესის კარი. ეს „წითლებში“ მისი 250-ე გოლია.
შესვენების შემდეგ სლოტის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ, გრავენბერხმა ტორესისგან რიკოშეტით გაუტანა ბირმინგემელებს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამით შეწყდა ჩემპიონატზე “ლივერპულის” წაგებათა ოთხმატჩიანი სერია.
„ლივერპული“ ჯერჯერობით 18 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს სახლში, ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ ჩაატარებს.
ლივერპული – ასტონ ვილა 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (45+1), 2:0 გრავენბერხი (58)
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “ასტონ ვილასთან” მატჩში?
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა – “სენტ-ეტიენი” “რედ სტართან” დამარცხდა
გამოიცანით ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები “ნიცასთან” მატჩში
“კრიტიკას ვერ მივიღებ” – სლოტმა “კრისტალ პალასთან” მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა
შეთანხმება მიღწეულია – მარკუს რაშფორდი კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს
“ვერც კი წარმოიდგენთ, ალისონი ისე გვჭირდება” – “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაზილიელ მეკარეზე ისაუბრა
ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა – ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა
მიქაუტაძე პრემიერლიგის კლუბს შეუთანხმდა – მისი სასწრაფოდ შეძენა ემერიმ მოითხოვა
“ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის” – 64 წლის ასაკში “ვალენსიას” ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს – ფაბრიციო რომანო “ლივერპულის” მწვრთნელის მომავალზე
უგოლო ფრე ბირმინგემში – “ასტონ ვილა” “ნიუკასლს” დაუზავდა
“როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი” – “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “ასტონ ვილასთან” მატჩში?
“მეფე ჟორჟმა” გადაწყვეტილება შეცვალა და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადავა
[VIDEO] 0:3. ესეც მამარდაშვილის ბრალია? – “ლივერპული” თასიდან “კრისტალ პალასმა” გამოაგდო