პრემიერლიგის მეთერთმეტე ტურში „ლივერპული“ გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ 0:3 დამარცხდა.
მასპინძლები უპირარესობას ფლობდნენ, მეცხრე წუთზე კონატეს შეცდომის შედეგად დოკუ მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, კონტაქტისას წაიქცა, მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი დანიშნა, თუმცა გიორგიმ ჰოლანის დარტყმული ბურთი მოიგერია. 2023 წლიდან ევროპის ტოპ 5-ლიგებში მამარდაშვილზე მეტი (6) თერთმეტმეტრიანი არც ერთ მეკარეს მოუგერიებია. შემდეგ ქართველმა დოკუს არ გაატანინა, მაგრამ „სიტიმ“ ჰოლანის თავურით (კონატესგან რიკოშეტით) მაინც მოახერხა დაწინაურება. მერე ვან დეიკმა ბურთს თავით დონარუმას კარში მიუჩინა ადგილი და გოლი რობერტსონის თამაშგარეში ყოფნის გამო არ ჩაითვალა. კომპენსირებულ დროში „ქალაქელებმა“ ისევ რიკოშეტით გაიტანეს – თავი გონსალესმა გამოიჩინა, რომლის დარტყმული ბურთი ვან დეიკს მოხვდა.
მეორე ტაიმში თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და კვლავ „სიტიმ“ გამოიყენა შანსი, როდესაც აქტიურმა დოკუმ შორიდან დაამწუხრა „წითლები“. „ლივერპულის“ იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო და ლოგიკური მარცხი განიცადა.
„ლივერპული“ 18 ქულით მერვე ადგილზეა და 22 ნოემბერს „ნოტინგემს“ უმასპინძლებს, ხოლო „სიტი“ 22 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და იმავე დღეს სტუმრად „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება.
მანჩესტერ სიტი – ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (29), 2:0 გონსალესი (45+3), 3:0 დოკუ (63)
გამოუყენებელი პენალტი: ჰოლანი (13, მანჩესტერ სიტი)
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს – ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს




