[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში – სინერმა ალკარასი დაამარცხა

ტურინში წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული იანიკ სინერი გახდა. იტალიელმა ფინალში კარიერის ყველაზე დიდი მეტოქე, კარლოს ალკარასი 7:6 7:5 დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიკ-პოინტის გარეშე გაიარეს, ტაი-ბრეიკზე კი მასპინძელმა ბრწყინვალე ჩოგბურთი შემოგვთავაზა, დაწინაურდა და საკუთარ კედლებში დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
მეორე სეტი რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა, პირველივე გეიმში დაბრეიკების შემდეგ, თითქოს და ესპანელმა მატჩის რიტმი დაიჭირა, თუმცა მე-6 და მე-12 გეიმებში მოპოვებული მეტოქის ჩაწოდებით სინერმა 2025 წელს მე-6 ტურნირი მოიგო.
აღსანიშნი ფაქტია, რომ იშვიათია ჩოგბურთელები, რომლებსაც 1-ზე მეტჯერ აქვთ საკუთარ კედლებში მოგებული წლის შემაჯამებელი ტურნირი, ბოლოს 2016 წელს ლონდონში, ენდი მარიმ გაიმარჯვა.
შეხვედრის შემდეგ სინერმა ATP-სთან ინტერვიუში მოკლედაც ისაუბრა:
“ინდივიდუალური ათლეტი ხარ, მაგრამ ამავდროულად ეს ყველაფერი შენს გუნდთან ერთად ხდება. არ არსებობს ჩემთვის სეზონის ამაზე უკეთესი დასასრული, ახლო დაპირისპირება იყო, განსაკუთრებით პირველი სეტი. ძალიან ბედნიერი ვარ თუ როგორც დასრულდა მატჩი. რა თქმა უნდა, რთული მატჩი იყო, მომენტებში კარგად ვაწვდიდი, თვითონ კარლოსი კი ერთ-ერთი საუკეთესო მიმღები მოთამაშეა. ძალიან რთული მატჩი იყო და ბედნიერი ვარ, მინდოდა სეზონი ასე დასრულებულიყო”.
რაც შეეხება კარლოსს, მიუხედავად ფინალში განცდილი მარცხისა, წელი 11050 ქულით 1-ელ ადგილზე დაასრულა, სინერი კი 10 000 ქულით მე-2 ადგილზეა. საჩოგბურთო წელიწადი დასრულებულია.
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა – ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ზედიზედ მეორედ – იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა მონტე კარლოს მასტერსი მოიგო
ალკარასის სასწაული და დაუჯერებელი გამარჯვება როლან გაროსის ფინალში
უდიდესი სენსაცია პარიზში – ალკარასმა ნორისთან წააგო
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე – კარლოს ალკარასი -ის ღია პირველობის გამარჯვებულია
კარლოს ალკარასი პეკინის ტურნირის გამარჯვებულია
ანტიდოპინგური სააგენტო სინერის დასჯას ითხოვს
რუსი გოგონების მოტრფიალე სინერი – ჩოგბურთელის შემდეგ იანიკს მოდელი გოგონა ჰყავს [PHOTOS]
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა – იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო