[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა – გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა

მეორე ბუნდესლიგის ოცდამეშვიდე ტურში „ნიურნბერგმა“ საკუთარ მოედანზე „კაიზერსლაუტერნი“ 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა. მან პირველი გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: მან sofascore-სგან და whoscored-ისგან ყველაზე მაღალი შეფასებები (9.1, 8.9) დაიმსხურა, Flashscore-მ კი 8.2 ქულა “აკმარა”.
ლოჩოშვილის ანგარიშზე ამ სეზონში 26 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
„ნიურნბერგმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ამ მომენტისთვის 36  ქულით მეცხრე ადგილზეა და 5 მარტს, ბრაუნშვაიგში „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.
ნიურნბერგი. „მაქს-მორლოკი“
ნიურნბერგი – კაიზერსლაუტერნი 3:0
გოლები: 1:0 ლოჩოშვილი (2), 2:0 მარხიევი (58, პენ), 3:0 ლოჩოშვილი (84)