[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი – “ლეიკერსმა” “ვაშინგტონ ვიზარდსი” დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” აუტსაიდერი “ვაშინგტონ ვიზარდსი” 120:101 დაამარცხა.
“ანგელოზების” ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა აღნიშნული შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, მის არყოფნაში კი ლებრონ ჯეიმსმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და სამმაგი დუბლი შეასრულა.
41 წლის კალათბურთელმა 33 წუთში 21 ქულა, 10 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი მიითვალა.
ოსტინ რივზმა 27 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, “ლეიკერსმა” ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და პლეი-ოფების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საუკეთესო ფორმას უახლოვდებიან. ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი 49 მოგებითა და 26 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა და მორიგ შეხვედრას 1-ელ აპრილს, “კლივლენდ კავალიერსის” წინააღმდეგ გამართავს.