ლა ლიგის მეცხრამეტე ტურში „ვილიარეალმა“ სახლში „ალავესს“ 3:2 მოუგო, გიორგი მიქაუტაძემ კი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი.
მიქაუტაძემ 75-ე წუთზე ალბერტო მოლეიროს პასი მიიღო და მეკარე ანტონიო სივერას კოხტა გოლი გაუტანა. ქართველს კიდევ ჰქონდა შანსები, მაგრამ ორჯერ მიზანს ვერ უწია, ხოლო ერთხელ გატანა სივერამ არ დაანება.
მიქაუტაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
„ვილიარეალმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 41 ქულით მესამე ადგილზეა და 18 იანვარს სევილიაში „ბეტისს“ დაუპირისპირდება.
ვილიარეალი – ალავესი 3:1
გოლები: 1:0 მოლეირო (49), 2:0 მორენო (55), 3:0 მიქაუტაძე (75), 3:1 მარტინესი (85)




