[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა – “შტურმმა” “რეინჯერსს” მოუგო

ევროპა ლიგის მეორე ტური ჩატარდა.
„შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „რეინჯერსი“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები დებიუტში ტომი ჰორვატმა დააწინაურა, 33-ეზე კი ჯეკ ბატლენდის კარი ოთარ კიტეიშვილმა დალაშქრა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჯეიდი გასამამ ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში სტუმრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვერ შეძლეს.
ოთარმა 73-ე წუთამდე ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.3, flashscore 7.9, whoscored 7.5.
შეგახსენებთ, კიტეიშვილმა “მიდტიულანდთან” გასული ტურის მატჩი მამის გარდაცვალების გამო გამოტოვა და მწვრთნელმა იურგენ ზოიმელმა განაცხადა, რომ ქართველი ძალიან დააკლდათ და ის უბრალოდ მოედანზე ყოფნითაც კი სასარგებლოა.
„შტურმს“ 3 ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს, გლაზგოში „სელტიკთან“ გამართავს.
შტურმი – რეინჯერსი 2:1
გოლები: 1:0 ჰორვატი (7), 2:0 კიტეიშვილი (35), 2:1 გასამა (49)
სხვა შეხვედრები
რომა – ლილი 0:1
ფენერბახჩე – ნიცა 2:1
პლზენი – მალმიო 3:0
სელტიკი – ბრაგა 0:2
ლუდოგორეცი – ბეტისი 0:2
სტიაუა – იანგ ბოიზი 0:2
ბოლონია – ფრაიბურგი 1:1
პანათინაიკოსი – გოუ ეჰედი 1:2
ბრანი – უტრეხტი 1:0
პორტუ – ცრვენა ზვეზდა 2:1
ფეიენოორდი – ასტონ ვილა 0:2
ლიონი – ზალცბურგი 2:0
მაკაბი – დინამო (ზაგრები) 1:3
ბაზელი – შტუტგარტი 2:0
ნოტინგემი – მიდტიულანდი 2:3
სელტა – პაოკი 3:1
გენკი – ფერენცვაროში 0:1