საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ-მ ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული „ფლამენგო“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
“პარი სენ ჟერმენმა” ერთ კალენდარულ წელიწადში ექვსი ტიტული მოიგო და “ბარსელონას” და “ბაიერნის” რეკორდი გაიმეორა.
როგორც მოსალოდნელი იყო პარიზული გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ნევეშმა ორჯერ ვერ უწია მიზანს, ფაბიან რუისმა გაიტანა, მაგრამ იქამდე ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. აქედან მოყოლებული პსჟ-ს შეტევები მინავლდა, ტრავმირებული ლი მეილიუმ შეცვალა. 38-ე წუთზე დუეს ჩაწოდებული ბურთი მეკარე როსიმ მოიგერია, კვარაცხელიამ კი პსჟ დააწინაურა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ისევ დომინირებდა და ბრაზილიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, როდესაც ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას მარკინიოსმა საჯარიმოში არასკაეტა წააქცია და ჟორჟინიომ პენალტი გაიტანა. პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მეილიუს ნაცვლად მოედანზე ბარკოლა შეუშვა, ევროპოლებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ხვიჩას პასი ნევეშმა მიიღო, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი კარის ხაზიდან ორტისმა გამოიტანა. მერე დუე დემბელემ შეცვალა. ბოლოს მარკინიოსმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.
მცირე შესვენებისას „კვარა“ მბაიემ შეცვალა, ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში პარიზელებმა გაიმარჯვეს – საფონოვმა ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
მომდევნო მატჩს პსჟ 21 დეკემბერს ჩაატარებს – თასის 1/32-ფინალში გასვლაზე სამოყვარულო „ფონტენეს“ დაუპირისპირდება.
პსჟ – ფლამენგო ძირ. დრო 1:1 (ექსტრა ტაიმები 1:1, პენ 2:1)
გოლები: 1:0 კვარაცხელია (38), 1:1 ჟორჟინიო (62, პენ)
· GOMAKO კვარას ვულოცავ ტიტულს,შევალიეს,ზარბაზნას და ბარკოლას წყალი შეუდგათ მგონი
· გიგო პაპა ვულოცავ ხვიჩას! მინი ქანთარია-ეგოროვი ჩაატარეს ყატარში. )) ხვიჩა რომ მოსიარულე იღბალია – ეგ ყველამ დიდი ხანია ვიცით. ოღონდ პირველ წელს რომელ გუნდშიც გადადის. მაგიტომაც ვურჩევ ხოლმე რეალს, დროზე წაიყვანოს, სულ არ ჭირდება ვინისიუსი და მბაპე, ისე გახდება ჩემპიონი და ლიგის თასსაც გამოკრავს ხელს. ოსიმენი ათრია ხვიჩამ და საუკეთესო გახადა, მერე დემბელე აგულავა, მეტი რა ქნას ამ პატარა ბიჭმა. დღეს ლამის ნახევარ ფლამენგოს აჰკიდა ყვითლები. ენრიკე არ მომწონს თავის ბარკოლათი. როგორც კი შემოიყვანა, ეგრევე გადაიყვანა ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე. რომ დაეტოვა შეიძლება მეორეც გაეტანა. ბარკოლამ კი ვერც ხვიჩას ადგილას ივარგა და პენალტიც უსუსურად შეასრულა. დემბელეს ჩელებაძე ხომ საერთოდ. აჩრდილიც არაა დარჩენილი ძველი დემბელესგან. დუეს ყოჩაღ, დროულად რომ გაუკეთა ხვიჩას პასი. ნამდვილად არ მოველოდი. საწყენია რომ დაჯილდოება არ გვაყურებინეს, იმედია ჩანაწერს მაინც გვაჩვენებენ.
· მალხაზ ჯობავა გენაცვალე კვარა! არ შემოუქროლა ქორივიით მთელ მსოფლიოში, ამ ოქროს ფასის მქონე თასებს? არ ასწია თავის თავზე ზემოოთ? არა ბიჭოდა მოსკოვს დაეკითხებოდა!
· . კვარამ გოლთან ერთად,მაგრად იმუშავა,მაგრამ მეკარემ სასწაული მოახდინა და დარწმუნებული ვარ,საუკეთესო ფეხბურთელად გამოაცხადებენ.საფონოვი გუნდის ფოტოსურათიდან ამოშალა,მავანმა ჟურნალისტმა.საფონოვმა ისტორიიდან ვერ ამომშლითო და 4 პენალტი მოიგერია.დონარუმა ფინალის გმირი იყო და ძალით გაყიდეს,ამის გაყიდვასაც აპირებდნენ,უფრო სწორად წასვლას სთხოვდნენ და დავიჯერო,მეორე ფინალის გმირსაც ძალით გაუშვებენ?მცირე შეცდომები მასაც აქვს,მაგრამ წინა თამაშებშიც კარგი იყო და ახლა ხომ მატჩის გმირად გადაიქცა.ვფიქრობ შევალიეს მეორე მეკარედ გადააკვალიფიცირებენ.არც უშეცდომოა და საფონოვმაც დაიმსახურა,პირველობა. პსჟ,უფრო კლასიან გუნდად მოჩანდა,მაგრამ ნახევარდაცვა პრესინგზე საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებდა და თამაშის გამწვავება უჭირდა.ვულოცავ კვარას და პსჟს,კიდევ ერთ დიდ ტიტულს და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებ. პ.ს.ბრაზილიაში,მოსახლეობის დიდი ნაწილი,მუქკანიანია და ბუნებრივია ფეხბურთელებიც ,მაგრამ მოედანზე პსჟ გაცილებით უფრო მუქი ფეხბურთელებით ჩანდა,ვიდრე ფლამენგოსი.
· zaza ვულოცავ კვარას, რომელმაც დღეს მშვენივრად ითამაშა. საფონოვმა კი პირადად მოაგებინა ფინალი პსჟს. მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს პსჟ, ვიტინია ნევეში რუისი დიდი ვერაფერი გააკეთეს. მარკინიოზს როდის მოაშორებენ მერამდენე უაზრო შეცდომას უშვებს. დემბელე აჩრდილია წინა წლის, ბარკოლა ემზადება წასასვლალად. ვერ დუე ვერაა ფორმაში. მთლიანობაში პსჟ წინა წელთან შედარებით ბევრად სუსტად გამოიყურება. იმედია ეხლა შესვენება დაეხმარება გუნდს და შემტევები შევლენ ფორმაში.
· ჟორა წაგება საცოდაობა იქნებოდა, არადა პენალტების სერიაში ყველაფერი ხდება. საფონოვმა პარიზს საკონტინენთა შორისო თასი აჩუქა და მე მგონი საფონოვს კი არა, მაგ უკრაინელს გაყიდიან ზამთარში.
· zura222 გადამწყვეტი გოლი ხვიჩამ გაიტანა საფონოვმა ოთხი პენალი აიღო და საუკეთესოს პრიზი ვიტინიას მისცეეს ? @@@
· ვაჟა მასწავლებელი კვარაზე რამდენი ყვითელი აიკიდეს ბრაზილიელებმა – და საერთოდ ეს სტატისტიკა სადმე ფიქსირდება? დაუმსახურებელმა აღიარებამ იცის მაგალითად პენალტის კარზე გადაცილება (დემბელე), ან კვარას რომ პასს არ მისცემ მერე მეკარისთვის ხელში პასის მიცემა (ბარკოლა). Safonov is Matrosov – სერგო კორტიკაძე გამახსენა პენალტების აღებამ.
· საფონოვია გმირი. ბრავო. რა ქნა მატვეიმ? ყველას მოგვაკეტინა. 😁😂 კვარა რატომ შეცვალა ვერ მივხვდი, მაიკაზე ეკიდრბოდნენ რომ შეეჩერებინათ და დაღლა სად დაინახა ენრიკემ? ვულოცავ კვარას და წარმატებას ვუსურვებ.
· საბას პირწავარდნილო დებილო,—“ფაშისტი” საფონოვი მატჩის გმირი გახდა,ხოლო კვარა ერთადერთი გოლის ავტორი პსჟ-ს მხრიდან.
· zaza თერთმეტმეტრიანები ორივე გუნდმა ძალიან ცუდად დაარტყა კვარაცხელიას გარდა მთელი გუნდი ინერტული იყო ძალიან ცუდი საყურებელი დამატებითი დრო და თამაშის ხარისხი აი ისეთი წინასწარ დადგმულს როგავს მთავარია კვარაცხელია გამორჩეული იყო და კიდე ერთი ტიტული მოიგო.
· დდდ ახლა იმ ფოტოდან ამოჭრილი საფონოვის ფოტოს თუ დადებენ მთლიანი გუნდის ფოტოს ნაცვლად, ჩვენ მაინც არაფერს ვკარგავთ – წინ ხვიჩა უდგას…
· უფროსი კარგია. იანვარში საპონოვის გაყიდვა უფრო ადვილი იქნება.
· ენძო ფეხბურთს თამაშობდა ერთი გუნდი,მეორე კი ხელს უშლიდა.”ფლამენგო”-ს “ფეხბურთმა”საბჭოური გუნდები გამახსენა”დინამო”-ს ფეხბურთის თამაშს რომ არ აცლიდნენ.აფსუს ბრაზილიურო ფეხბურთო!ხვიჩა ალბად დაიღალა,თორემ რა ჰქონდა შესაცვლელი?! ვინც მის მაგივრად შემოვიდა იმას კვარა გაჩერებული ჯობია.მალადეც საფონოვს-ასეთი დამრტყმელების პენალტი კი უნდა მოიგერიო ნორმალურმა მეკარემ.ვულოცავ ხვიჩას მორიგ დიდ ტიტულს!ქართველებსაც გვყავს საკონტინენთაშორისო თასის მფლობელი!გაიხარე ხვიჩა,ბარბარობას გილოცავ კარგო ადამიანო და შენი თამადობით მთელ საქართველოს!
· მალხაზ ჯობავა ვინაა ეს ჯოჯოები, საფონოვმა კვარასთან ერთად თასი მოაპოვებინა პსჟ-ს და საფონოვს 6.5 შეფასება დაუწერეს, კვარას 7.3 და მენდეშს რომელმაც პირველი დარტყმით პენალტი ვერ გაიტანა 8,3.
· ლევანი რუსია და გააგდეთო, არაა? ტიპმა ოთხი პენალი აიღო, ეს რა ვნახე, საღოლ
· ზურა კვარას ეს ტიტული აკლდა და მიიღო კიდეც
· მალხაზ ჯობავა გაიგონეთ და ირწმუნეთ ხალხოოო! სადაც ხვიჩა კვარაცხელიაა, იქ ყოველთვის წარმატებაა. რასაც კი შეეხება, ოქრო ხდება. პირველი კოლხი-ქართველი, საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი! ჯერ სადაა…. კინო მომავალი წლიდან იწყება. სი ქუგგალე კვარააა
· ვასილიჩი საფონოვი ყოფილა ნადირი
· ზურა კვარას ერთი ეს თასი აკლდა და ისიც მოიგი




