VIDEO: კამერამ დააფიქსირა კვერცხისმდებელი ძუძუმწოვარი, რომელიც ბოლოს 60 წლის წინათ ნახეს

უკვე 60 წელიწადია, მეცნიერები შიშობდნენ, რომ ეტენბოროს გრძელნისკარტა ექიდნა გადაშენდა. თუმცა, ახლა უკვე არსებობს ვიდეომტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ეს უცნაური კვერცხისმდებელი ძუძუმწოვარი ჯერ კიდევ ცოცხალია ინდონეზიის ციკლოპის მთებში.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ მიერ ძლივს გადაღებულ შავ-თეთრ, ხარვეზებიან კადრებში პატარა, ღინღლიანი ძუძუმწოვარი დაინახეს.
„აღმოჩენა 3,5-წლიანი დაგეგმვისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგი ჯეიმს კემპტონი.
მისმა ჯგუფმა გაუძლო ს, მალარიას, წურბელებს და შედეგად, 80-დან მხოლოდ ერთმა კამერამ დააფიქსირა ეს ციცქნა არსება. უიშვიათესი ექიდნა კადრში ოთხკვირიანი ექსპედიციის ბოლო დღეს გამოჩნდა.
დედამიწაზე სულ რამდენიმე კვერცხისმდებელი ძუძუმწოვარიღა შემორჩა — იხვნისკარტას ერთი და ექიდნას სამი სხვა სახეობა. კვერცხისმდებელი ძუძუმწოვრები გადაურჩნენ იმ მასობრივ გადაშენებას, რომელმაც არამფრენი დინოზავრები მოსპო, მაგრამ დედამიწის ამ ყველაზე ძველი, დღემდე გადარჩენილი ძუძუმწოვრების რაოდენობა ახლა საოცრად მცირდება, გარდა ავსტრალიური მოკლენისკარტიანი ექიდნასი (Tachyglossus aculeatus).
ამ ცხოველის დღემდე არსებობის იმედს ასაზრდოებდა გადმოცემები მონადირეებისგან და სხვა არაპირდაპირი ნიშნები, მათ შორის, დინგის კვალი, რომელიც მეცნიერება 2007 წელს გამოავლინეს. კემპტონისა და მისი ჯგუფის მუხლჩაუხრელი შრომის წყალობით, ბოლო 62 წელიწადში პირველად გაჩნდა მტკიცებულება, რომ ეს უნიკალური არსება არ გადაშენებულა. სულ მცირე, ჯერ არა.
ამ ცხოველების პოვნა ასე რთული ნაწილობრივ მათი ეულად ცხოვრების გამოა. ერთად მხოლოდ ივლისში, შეჯვარების სეზონზე იყრიან თავს. დანარჩენ დროს, დღეებს სოროებში ან ხის ფუღუროებში ატარებენ, ღამით კი ეულად ნადირობენ გაუვალ ჯუნგლებში; ჭამენ ჭიაყელებს, მწერები ლარვას, ჭიანჭველებსა და ტერმიტებს.
„წლები დაგვჭირდა ციკლოპის მთების ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარე სოფელ იონგსუ-საფარის მოსახლეობასთან ურთიერთობის დასამყარებლად. ჩვენ შორის ნდობა წარმატების საძირკველი იყო, რადგან გაგვიზიარეს ცოდნა, რომლითა გზა გავიკვალეთ ამ გაუვალ მთებში“, — ამბობს კემპტონი.
ციკლოპის მთები ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ეს ცხოველი, Z. attenboroughi ოდესმე შეუნიშნავთ.
„ვინ იცის, ჯერ კიდევ რამდენი რამ არის აღმოსაჩენი ტროპიკულ წვიმის ტყეებში. ეტენბოროს ექიდნა სიმბოლოა იმისა, რასაც დაცვა ესაჭიროება“, — ამბობს კემპტონი.
წყარო: პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ