[VIDEO] ისტორიაში პირველად – საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს!
საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა და ამ შეხვედრის ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის ბრძოლისუნარიანობისა და გუნდური თამაშის წყალობით, სახელოვან მეტოქეს ვაჯობეთ.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ბოლდუინის, სანაძის, მამუკელაშვილის, შენგელიასა და ბითაძის ხუთეულით დაიწყო და პირველი ტაიმი ფრანგებს 1 ქულის სხვაობით, 38:37 მოვუგეთ.
ჯიკიჩის გუნდი პირველ მეოთხედში კარგად გამოიყურებოდა, აქტიურობდა ჩვენი ლეგიონერი კამარ ბოლდუინი, რომელიც პირველ ტაიმში ორივე ნაკრების მხრიდან ყველაზე შედეგიანი იყო.
მეორე ტაიმში თორნიკე შენგელიამ არაერთი მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მძიმე მატჩის შემდეგ, კაპიტანმა ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და შესანიშნავად ითამაშა. უნდა აღინიშნოს ბექა ბურჯანაძის მნიშვნელოვანი ტყორცნებიც, რომლის საშუალებითაც მესამე მეოთხედში წინ გავედით.
მატჩის საუკეთსო მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდა, “თოკომ” 31 წუთში 24 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა, მას მხარი კამარ ბოლდუინმაც აუბა, ჩვენმა ლეგიონერმა 24 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა, მამუკელაშვილმა 14 ქულა მიითვალა, ბითაძემ 8, ბურჯანაძემ კი 6.
საფრანგეთის ნაკრებიდან სილვიან ფრანცისკომ საკუთარ გუნდს 14 ქულა შესძინა.
საქართველოს ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს შეხვდება, მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
· davit ეს იყო ალბათ საუკეთესო თამაში რაც კი აქამდე ნაკრებს ჩაუტარებია.სული და გული ჩადეს ბიჭებმა და ჯიკიჩმაც დაამტკიცა რომ კვალიფიციური მწვრთნელია. თოკო ერთ ერთი საუკეთესოა ევროპაში თავის ამპლუაში. ბრავო ბიჭებო. რაც დღეს გაგვახარეთ თქვენს ოჯახებში გაიხარეთ ისე. ახლა მოემზადეთ ფინეთისათვის. თუ ჩაუკეტეს სამქულიანები მჯერა მოიგებენ. წინ ნახევარფინალისაკენ!!!
· Papa მეც არა ვთქვი როგორ მოგეთ მეთქი. “ნაჟიმის” ამბავში ყოფილან ეეე
· გივი ამათ ხოტბას შეასხავ და აქებ სულ გვანერვიულებენ. ლანძღავ და აძაგებ მერე თამაშობენ და გვახარებენ.ესენი სულ ნაჟიმში უნდა იყვნენ რომ არ ამოვარდნენ მწყობრუდან.
· zuras გენაცვალე ძმაო! მეტი გამარჯვებაც იქნება და ერთად გავიხაროთ
· მასტერს გილოცავთ ყველას და გილოცავთ, ბიჭებო! Რაც თქვენ დღეს სიხარული გვაჩუქეთ, ათასჯერ მეტი დაგიბრუნოთ ღმერთმა! Დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!
· Giorgi წინაზე დავწერე ჯგუფიდანაც გავალთ და უფრო წინაც თქო და აქ ხალხმა დამცინა და დისლაიკები წერეს, ვინ არის ეხლა დასაცინი თქვენი დაუჯერებელი თავი გადაშენდა:)))) წინ საქართველო ფინეთსაც გავცდებით დაიმახსოვრეთ.
· ლუკა დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!!! საქართველოს გაუმარჯოოოს!!!
· ქართველი ღმერთო რა ნიჭიერია ქართველი ერი ხანდახან უბრალოდ მიკვირს. ცივ გონებაზე მოქმედება და ცოტა მეტი შრომისმიყვარეობა რომ შეგვეძლოს ქვეყანა ვერ გვაჯობებდა
· zura ჩასაფრებული არ ვარ, ემოციური ვარ და მეტი გამარჯვება მინდა ჩემი გუნდის.
· ამაშია საქმე თოკომ გიორგი სააკაძესავით იბრძოლა.ბოლდუინმა დახურა. ბითაძემაც თუ მაგრად ითამაშა და მამუკელაშვილმა უბრალო შეცდომები აღარ დაუშვა მგონი ევროპის ჩემპიონები ვხვდებით
· S.K.K. უცხოელების აღფრთოვანებულ კომენტარებს ვკითხულობდი, დავაგვიანე მოლოცვა. გილოცავთ!!!
· ალფა მადლობა გახარებისთვის, ლომები იყავით, ახლა ჩვენივე რეკორდის გაუმჯობესება გვინდა და გავცდეთ ფინელებს, წარმატებები.
· ❤️🇬🇪❤️ ბრავო. მადლობა ბიჭებო. ყველას გილოცავთ. ბიჭებო თქვენ შეგიძლიათ გმირებდ დარჩეთ საკალათბურთო ისტორიაში და არა მარტო ქართულში. არ გაჩერდეთ, წინ საქართველო.
· ვაჟა 7-სექტემბერი ქართული სპორტის და ქართველი ხალხის გამარჯვების და გახარების დღეა, მადლობა კალათბურთელებს და ფეხბურთელებს.
· გია ვულოცავ საქრთველოს
· tngh-ეს შენი კომენტარი არის ყოვლად სამარცხვინო ისიც არ შეგიძლია გაიხარო ნაკრების გამარჯვებით ერთადერთი რაც გადარდებს მხოლოდ შენი თავი და პარტიული ინტერესი
· lasha საოცარი ბიჭები გვყავს პირველ რიგში პატრიოტები თავდადებულები სირცხვილი იყო როცა ბოსნიასთან წაგების მერე ვაი გულშემტაკივრები აგინებდენ შეუძლებელი შეძლეს იმ პირობებში რაშიც დღეს ქართული კალათბურთია ამათმა რაც შეძლეს არრის სასწაული
· იბერიელი გილოცავთ მეგობრებო ყველას, მთელ საქართველოს, მადლობა ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,
· Beto ახლა დანამდვილებით გეუბნებით ფინეთს მოვუგებთ 6-8 ქულით.. დაიმახსოვრეთ. ვაი ქომაგებმაც ეგებ დღეს გაიხაროთ
· ჟორა ბერძნებს აუნთოს სანთელი მაგ ჯიკიჩმა თუ არა, დღეს უკვე მგლის ბილეთით სახლში იჯდებოდა.
· ჟორა რა თქმა უნდა ბიჭები თავის თავს გადაახტნენ და ამაში დიდი წვლილი ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დამარცხებამ შეიტანა, ჩვენ რომ ბოსნიასთან მოგვეგო, ბიჭები მისიას შესრულებულად ჩათვლიდნენ და ასეთი თავგანწირვით აღარ ითამაშებდენ. ახლა კი მადა გახსნილია და არა მგონია ფინეთმა შეგვაჩერობს.
· ქორ-პარიკმახერი ასე, ასე! სწორედ ამას ითხოვდა მთელი ერი! შეგიძლიათ ბიჭებო, თქვენ ამ ჩემპიონატზე სასწაულები შეგიძლიათ აკეთოთ. ამიტომ აღარ დაგვანახოთ ის სამარცხვინო თამაში რაც იყო ბოსნიასთან, შეგიძლიათ და მაგიტომ მოგეთხოვებათ. აბა თქვენ იცით ნახევარფინალში გელოდებით! როგორც მანამდე გოგა მამუ დუდა შერმადინი ბურჯანაძე თამაშობდნენ და როგორც დღეს თოკომ და ბოლდუინმა ითამაშეს ამათ კიდევ ადრინდელი ანდრონიკაშვილი თუ დაემატათ ყველას შეგვიძლია მოვუგოთ. რა თქმა თავის დონეზე თადარიგის ბიჭების დახმარებით.
· Forzza უბრალოდ კრეტინები ვინც აკრიტიკებდით ჩვენს მხეც ბიჭებს!!!!!!!!!!! და წერტილი!!!!!!!!
· კობუჩი ახლა გამოვარდება მედროვე სასტავი თვითონ რომ აგინებდნენ ნაკრებს და შეცვლიან ჩვენებას ))
· მამუკა ვითომ თქვი ხო რაღაც. სანიკიძე არსად დაგეკარგოს. ნაკრებს კი წარმატებები. მჯერა ნახევარფინალში ვითამაშებთ!
· Porto გთხოვთ ოღონდ დღეს არ ახსენოთ ნაგავი არასამთავრობოები და ნაგავი ნაცები!!!!!!!!!
· ეს რა იყო? 😳😳
· ეს რა იყო? 😳😳
· გეგი ყველას გილოცავთ მეგობრებო,სულ ბევრი და ბევრი იყოს ასეთი გამარჯვება!
· tngh საქართველოს სპორტის წარმატებაში უდიდესია “ნაც-ოპოზიციის” წვლილი…
· გიგა აბა, ვაი მყრალო ვითომ “გულშემატკივრებო”! რას იტყვით ჩაგივარდათ ეგ აქოთებული ენები? ზუსტადაც როცა ვერ იგებენ მაშინ უნდათ გვერდში დგომა და გამხნევება და არა ლანძღვა და გინება!
· porto ძმობილო ტვინგაყინულ ჯენზი თაობას რას უყურებ მაგთამ გვარ სახელს შორის რა განსხვავებაა ეგეც არ იციან!! :)))))))))
· მსაჯული ჯიკიჩს და მწრთვნელებს რო აგინებდით- გამოდით ეხლა უნდა დაგთვალოთ თქვე არასწორებო დაბადებიდან
· დათა თუთაშხია (საფრანგეთის მწვრთნელი) რა ქენით “გუდუნებო” ეს 😂😂😂
· სტალინი ვულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას. ახალგაზრდა მოხუცი ჯიკიჩი გენიოსია. იუგოსლავმა იცის აღნიშნული რესურსი როგორ გავანაწილოთ, როდის ჩაისვაროს და როდის გამოწერის მაქსიმუმი. წინ დიადი გამარჯვებისკენ
· tngh ეს სენსაციაზე ბევრად მეტია!!!
· ardiles78 გენაცვალეთ,ბიჭებო!დიდი მადლობა!მჯეროდა,რომ 7 სექტემბერი ჩვენი დღე იქნებოდა
· pepelu ეს არის საქართველო!!
· MMM მაგარი შედეგია. დიდება საქართველოს. ფინეთსაც მოუგეთ ბარემ დდდ და ეგაა
· ??? მადლობა, მადლობა, მადლობა ბიჭებო! იმდენად უიმედოდ ვიყავი ბოსნიის მერე, რომ … ფაქტიურად შეუძლებელი შეძელით! ❤️
· suxumchanin ქარყველების ასეთი ჟილკიანი თამაში არ მინახია გენაცვალეთ გულში👍👍👍
· duta აჰა ახლა კარგია ნაკრები ხო? ახლა ლეგიონერიც მოგწონთ ხომ? ამას ვამბობდით დაიცადეთ და ვუქომაგოთქო. ახლა ჯიკიჩიც მოგწონთ? ხალხნო ბევრმა ვინც ნეგატივით იყო აქ ისწავლეთ ქომაგობა, ნუ საზღვრავთ ტესტ მატჩებით. ჩვენია ნაკრები და ჩვენია წარმატება. გავიხაროთ ყველამ და ნუ ხარ ჩასაფრებულები. ბევრი სიხარული და წარმატება ჩვენს ქვეყანას და თვითოეულ ჩვენთაგანს! გილოცავთ!
· ზურა გილოცავთ ქართველებო ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.
· ალექს კიდევ ერთხელ დაწერეთ რა.. ვერ ვიჯერებ. არ ვიცი რა სიტყვებით მოგილოცოთ.. სასწაული ჩაიდინეს ბიჭებმა და ისტორია დაწერეს! გამოუშვით ფავორიტები, ყველას ვუშვებთ სახლში!
· ზაკო ბალტიისპირელი ბოზ..ის ტერიტორიაზე შიგ მაკრონში თხარეს გაშავებულ საფრანგეთს ქართველმა ლომებმა, გილოცავთ ნაღდო ქართველებო
· ლაშა ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
· მამუკა ყველას გილოცავთ, ვინც საქართველოს ნაკრებს ბოსნიასთან მარცხის შემდეგ ლანძღავდა და ესპანეთს ქომაგობდა ბერძნებთან თქვენც გილოცავთ. ვინც ფედერაციის ტროლად მომნათლა, მხოლოდ იმიტომ რომ ბიჭებს გასვლა მიულოცე თქვენც გილოცავთ. მთელი ერის და ქვეყნის წარმატებაა დღევანდელი მოგება.
“მადლობა საბერძნეთს” – გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
ევრობასკეტი 2025 – 1/8-ფინალის ყველა წყვილი გაირკვა
[VIDEO] – 41 საბერძნეთთან – საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
სუპერმატჩი ევრობასკეტზე – თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
“მადლობა საბერძნეთს” – გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ს ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
[VIDEO] საბერძნეთის იმედად – საქართველოს ნაკრების ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე – ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
ანტეტოკუნმპომ ესპანეთთან იომა და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გაიყვანა!
ევრობასკეტი 2025 – 1/8-ფინალის ყველა წყვილი გაირკვა