ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “მაიამი ჰიტმა” “დენვერ ნაგეტსს” უმასპინძლა და 147:123 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა ლიდერმა, ნიკოლა იოკიჩმა მოედანზე 19 წუთი გაატარა, 21 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ერთ-ერთ რიგით მომენტში სერბმა ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებულა. აღსანიშნავია, რომ MRT-ს გადაღებამდე შედეგები მძიმე ჩანს, წინასწარი ინფორმაციით, ლიგის არაერთგზის საუკეთესო კალათბურთელი თამაშს მინიმუმ 4 კვირა ვერ შეძლებს.
გუნდის საუკეთესო კალათბურთელის არყოფნაში ჯამალ მარიმ 20 ქულა, 6 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სპენსერ ჯონსმა და ტიმ ჰარდევეი ჯუნიორმა – 16-16.
ფლორიდელების მხრიდან ნორმან პაუელმა 25 ქულა ჩააგდო, იქს ფაქტორი კი “ჰიტის” 2 სათადარიგო კალათბურთელის, ნიკოლა იოვიჩისა და ხაიმე ხაკესის შესანიშნავი თამაში გახლდათ. იოვიჩმა 22 , ხოლო ხაკესმა 20 ქულა და 11 ასისტი მიითვალა.
შესანიშნავად გაისარჯა ენდრიუ უიგინსიც, რომელმაც გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 3-იც დაფარება შესძინა.
ამრიგად, “ნაგეტსი” 22 გამარჯვებითა და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, 1-ელ იანვარს კი სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რეპტორსს” შეხვდება.
“მაიამი” 18 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს 2 იანვარს, “დეტროიტ პისტონსთან” ჩაატარებს.
[VIDEO] გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი – “დენვერმა” “მინესოტა” ოვერტაიმში დაამარცხა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი – “დალასმა” ნიკოლა იოკიჩის “დენვერი” დაამარცხა



