კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „ლევადიასთან“ 0:1 დამარცხდა.
მატჩმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 14 336-იან სტადიონზე ბევრი ცარიელი ადგილი იყო. თავიდან უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები კი სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ და სილაგაძემ, ტაბატაძემ და ძაგანიამ კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს.
შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში იყო, მოედანზე უკეთესად „იბერია 1999“ გამოიყურებოდა, ტაბატაძე მეკარე ვალნერთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვერ გაიტანა. შანსები „ლევადიასაც“ მიეცა, თუმცა როსნუპის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა, ერთხელ კი მაკარიძემ გადაგვარჩინა. მერე შეცვლაზე შესული გოშთელიანი გავიდა ერთი ერთზე ვალნერთან და გამარჯვებული ისევ მეკარე გამოვიდა, ხოლო მე-80 წუთზე აგირიმ ძალიან მახვილი კუთხიდან დალაშქრა მაკარიძის კარი და მარცხი განვიცადეთ.
საპასუხო შეხვედრა 30 ივნისს თბილისში გაიმართება.
ლევადია – იბერია 1999 1:0
გოლი: აგირი (80)
იბერია 1999: მაკარიძე, ზოური, აგიაკვა, ჯგერენაია, ქობულაძე, ქარდავა, დადიანი, კლასი (გოშთელიანი 71), სილაგაძე (ახვლედიანი 84), ტაბატაძე (სიხარულიძე 82), ძაგანია (რუშევიჩი 84)
· გ.ხ. ამათმა რაც არარატ-არმენიასთან იკადრეს, მას შემდეგ აღარ მჯერა ამ კლუბის. როგორ ახლოს ვიყავით ჯგუფურ ეტაპთან
· ქობულეთიდან ეს გუნდი რომ საქართველოს ჩემპიონატს ლიდერობს და თანაც დამაჯერებლად, დანარჩენი დასკვნა თქვენ გამოიტანეთ მეგობრებო სად არის ჩვენი საკლუბო ფეხბურთი.მე კი ვიცი სადაც არის, უბრალოდ აქ რომ დავწერო არ გამომიქვეყნებენ…
· გია რატო იყო მოსაგები,რით ვჯობდით🙂
· ტატო სამარცხვინო, სხვა შეფასებას არ მივცემ თამაშს სადაც მოგება შეიძლებოდა დიდი ანგარიშით მწვრთნელს ფრთხილი, მოედნის დამთმობი ტაქტიკა რომ არ აერჩია, ლევადიას რომ 64% ექნება ბურთის ფლობა იქ დამთავრდა ყველაფერი, თან ეს წაგება იმ დროს როდესაც ქართულ საკლუბო ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება ქულები, მარტო ამისთვის უნდა ეთამაშათ მოგებაზ, მაგრამ ჩვენ ხომ ყველას მიმბაძველი უნდა ვიყოთ ტაქტიკოსობა გვმართებს, გასვლაზე ბურთი არ გაუშვათ და თუნდაც ლევადიასთან “საპატიო”დღეს.მივაღეიოთ, რომ მერე კორღალიძემ მაღალფარდოვნად თქვას “ბიჭებმა მიცემული დავალება მაღალ დონეზე შეასრულეს”, ამასობაში შემთხვევით (უკლასოები კი არიან, მაგრამ ერთი გოლი შეიძლება შეაგფონ და ბაქიბუქი მერე გენახათ). ეგ არის სანამ ფეხბურთის ნაცვლად ყელყელაობა და ძველ იერსახეს ბა იქნება (მეტს.ვერაფერს.დავარქმევ მალმიოსთან წაგებული ჩხუბის მერე მიშტების ქნევას, ანუ მამაგეიშვილის და კიდევ ბევრის ეითელ-ყვიყრლ ბარათებს) მანამდე იბერია 1999-ს არაფერი ეშველება, ალბათ არც სხვა ქართულ კლუბებს. სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს თავის გაცემული თანხები ფეხბურთში, ხოლო კლუბებმა აუცილებლად მომავალ ყაობაში მაინც მიხედონ ინტელექტს, ნუ საფეხბურთო ინტელექტს მაინც, ანუ როცე ერთი ერთზე მეკარესთან გასულს ყველაზე მომგებიანია თაბზე გადაგდება ცენტრში არ უნდა ურტყამდე და მეკარის გახვრეტა არ უნდა მოინდომო, როცა ისეა ბირთი ამხტარი თაბზე გადაგდებას, გვერდზე გაგდება სჯობს და გოლი თუ არა 100% პენალტის, უნდა მიხვდე რომ თავზე.გადაგდება არ სცადო და ა.შ.
· ცოტა-გიგო. ვაი თქვენ პატრონს.ნოლია ქართული კლუბების დონე.ესტონეთს ვერ უგებთ და მალმიოზე გვაქ პრეტენზია.იმენა სირცხვილი არაა!
· კორღალ მეექსვე ლევან კორღალიძე არის სრულიად უნიჭო მწვრთნელი ტაქტიკა მაგას არ აქვს, არ გააჩნია არანაირი სტილი როგორ ათანაშოს გუნდი არ იცის. საქართველოში დინამოს ტორპედოს რა ჭირს წარმოიდგინეთ როცა იბერიაა პირველ ადგილზე, ეს სამარცხვინო კორღალიძე. დაითხოვეთ სანამ დროა რო ითბობს მანდ ერთ ადგილს!!!
· ბლექ ამათ ყურებას ზვავში მოყვე ის ჯობია
· Qomagi უინტელექტო ფეხბურთელების დოღია, თან ესე თამაშით რა ვერ გაიგეთ რო ვერავის მოუგებთ მეგონა საქართველოს ჩემპიონატს უყურებდი, არადა 1 წელში 4-5 თამაში როგორ ვერ უნდა ითამაშოს გუნდმა წარმოუდგენელია ჩემთვის. უგულო უმოტივაციო უინტელექტო მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია
· ტობიასი გამეგრძელებინა ჯიმ ქერის ყურება რას ვიშლიდი ნერვებს
· ვასილიჩი ხვალაც აგვეშლება ნერვები ამიტომ დაზოგეთ ენერგია
· ტაბატაძე ტაბატაძე-ტაბატაძე-ტაბატაძე … და კვლავ და ისევ ტაბატაძე ! ——– პ.ს. “ტაკუიუ ლიჩნუიუ ნეპრიაზნь ისპიტივაეშь, ჩტო კუშატь ნე მოჟეშь ?! :)))
· რაბუ მკვდარი მკვდარს აეკიდაო ამათზეა ნათქვამი ისეთი თამაში იყო
· საჩინო წელს იბერიას თამაში პირველად ვნახე და ნეტა ახლაც არ მენახა.ვიცოდი ,რომ ვარსკვლავებს ვერ წყვეტდენ ,მაგრამ ასეთ უსუსურ თამაშს ნამდვილად არ ველოდი.კორღალიძემ,მოსაგებად გავდივართო და ასეთი ცუდი ენერგეტიკით და მოძრაობით ,თამაში როგორ უნდა მოიგო,წარმოდგენა არ მაქვს.არა ტაქტიკა,არა ფიზიკა ,არა სულისკვეთება და ტექნიკაც არა.მიუხედავად ყველაფერი ამისა ,რამოდენიმე ძალზე ხელსაყრელი მომენტი (მეტოქე ლევადიაა) მაინც ქონდათ,სადაც ელემენტარული ტექნიკური შესრულება იყო საჭირო,მაგრამ სადაა ტექნიკა? როდესაც ქართველ ფეხბურთელს ტექნიკაში უჭირს ,ის ფეხბურთელი არაა.ეს დაფხავებული ლეგიონერები რა ჯანდაბად უნდათ? რაღაც მაქინაციის სუნი ასდის ამ ყველაფერს. თავისთავად ისმება კითხვა,რატომ ინახავენ ჩემი ფულით , მოყვარულების დონეზეც ,რომ ვერ ქაჩავენ ასეთ სპორტსმენებს? ჩვენ გვინდა ფეხბურთი ,ნამდვილი ფეხბურთი და არა ფეხბურთად წოდებული ,სპორტის რაღაც გაურკვეველი სახეობა.ყველაფერს,რომ თავი დავანებოთ სწრაფად გადაადგილებას რა უდგას წინ?
· რაბუ-ს ფედერაციაც მიამატე, თევზი თავიდან ყარს.
· რაბუ კორღალიძეს ადრე მოუვიდა შეცვლები 89 ე წუთზე უნდა შეეცვალა
· პეტუხი კრიშტიანუ კლასი არა აქვთო და….. შემადგენლობაში კი ყოლიათ კლასი)))))))))))))
· Levani Samidan sami waages, ar aaqvs mnishvneloba vis etamashebian mainc ageben. Qveshapsiebi. Tqveni. Vai fexburtelebi vai gundi vai mwvrtneli.
· გიგო პაპა რა აზრი აქვს ამათ გასვლას? ნახევარი გუნდი გასაყრელია მწვრთნელიანად. პასი რა არის არც ერთმა არ იცის. ყველა თვითონ ურტყამს კარისკენ. არა კარში, არამედ კარის მიმართულებით….ფუი.
· დააT იური ტაბატაძე გუნდის ლიდერი და კაპიტანი რომ არის იმ გუნდს არაფერი ეშველება, რა უნდა ასწავლოს ახალგაზრდებს, როცა თვითონ არაფერი იცის.
· გაბრაზებული გულ ნატკენი გულშემატკივარი იბერია 1999 სახელი გადაირქვით სირცხვილია უბრალოდ, ან ჯგუფში რა გინდათ? მკვდარ ლევდიას ეთამაშებოდით ფრეზე, მეორე ნომრად და სამარცხვინო გოლი გაუშვით და დამარცხდით. საქართველოს 1 არხი არის ქვეყნის მოღალატე ტელევიზია აზერბაიჯანის ტელევიზიამ აჩვენა ზირა – ჰაიდუკი. ესტონეთმა აჩვენა ლევადია – იბერია 1999 კიდევ ბევრის დაწერა მინდა მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ. ამ უკლასო ლეგიონერების ჩამოყვანას კარგი ფიზმომზადების მწვრთნელი ჩამოიყვანოთ ჯობს. ჩვენმა მსაჯებმა ყვითელი ბარათები უნდა მიცენ დროის გაყვანაზე. სირცხვილია საქართველოს ჩემპიონატში რომ წამოკოტრიალდებიან უი უი კუნთი დამეჭიმაო… საკუთარი თავის მეტს ვერავის ატყუებთ. მერე ტირიხართ მაყურებელი არ დადის სტადიონზეო … რისთვის მოვიდნენ დროის გაყვანას და თქვენს ბალახზე კოტრიალს რომ უყურონ? ეგ არის მაყურებლის უპატივცემულობა და სირცხვილი. ჯერ რა ხელფასები თქვენ გაქვთ მაგრამ ეგეც არ გეკუთვნით. ქართველ მოთამაშეებს და მწვრთნელებს მოგმართავთ თუ საქართველო გიყვართ ან წესიერად და ჯიგრით ითამაშეთ ან თუ არ შეგიძლიათ თავი დაანებეთ თამაშს, ნურც თავს შეირცხვენთ და ნურც სამშობლოს არცხვენთ.
· ცონტრ დღეს დილით დავწერე ბაადეებს დახვენ თქო და კომენტარი არ გამომიქვეყნეთ … სირცხვილია.. სირცხვილი… წელსაც გახდენიან ჩემპიონები და მერე ამას ვიზამთ იმას ვიზამთო.. ეგ ფეხბურთი არაა ძმებო.. ტაბატაძე მართლა თემუდან გამოწერილი ხო არაა ან ის ლეგიონერი რისთვის დაიმატეს… სურვილი მაწვს დაგხდეთ და პირშინგეტყვით ყველაფერს . უნამუსოები ხართ..
· goga ბიჭო აი ხო მაინც ამდენი გამაზეს და ბოლოს წააგეს მაგრამ ისეთი სუსტი გუნდია ეს ტალინი რომ მაინც მჯერა შემდეგ კვირას თბილისში ჩვენები გავლენ შემდეგ ეტაპზე.
· გიგო პაპა 10-0 მაინც უნდა მოეგოთ, მაგრამ თუ ლევადია მკვდარი გუნდია, ჩვენები საერთოდ მუმიები არიან. ამდენი უინტელექტო ფეხბურთელი ერთად სერენსაც არ ჰყოლია. ყველაზე სასაცილო ის იყო, როგორ გაჰყავდა მაკარიძეს დრო, იმის მერე რაც გაგორებული ბურთი ყლაპა. აქ გამოჩნდა მწვრთნელის ტაქტიკა და ჩანაფიქრიც, რომ მინიმალური ანგარიშით წაგებაზეც ყაბულს იყვნენ. უსუსტესი გუნდი ყოფილა ლევადია. ნებისმიერი თავმოყვარე სოფლის გუნდი (მაგალითად შიბლიანის ან თუნდაც კაჭრეთის) შუაზე გააპობს.
· ვასილიჩი ერთადერთი უპირატესობა ის გვქონდა რომ მეტოქეზე მეტი წყალი დალიეს
· levani ეს ქობულაძე სად იპოვეთ?! კორღალიძე იმენა ნულია!!! ტიპები არ დარბოდნენ ლევადიასთან!! გამაგებინეთ რა გინდათ ვაფშე?!!! რა დროს სიხარულიძე და ქარდავაა?!!! ათამაშეთ ახალგაზრდები ამ წესიერი ლეგიონერები რატომ ვერ ჩამოიყვანეთ?!!! ზამთარში ხო შეიძლებოდა ფეხბურთელების მოყვამა რო შეთამაშებულიყვნენ!!!! იმენა სირცხვილი ხართ!!! მრცხვენია საქართველოს ჩემპიომები რომ ხართ!!! ფიზიკაში რა ვერ მოემზადეთ ამდენი წელია გიყურებთ და ტემპის აწევაც არ გინდათ!!!!!!
· დათო ასეთ სუსტ მეტოქეს რო ვერ მოიგებს რაზეა საუბარი.
· . თამაში არც მე მიყურებია,მაგრამ როცა მოსაგებ თამაშებს სისტემატურად აგებ,ან ვერ იგებ,ეს ნიშნავს რომ კლასი არ გაქვს,უპირატესობის გამოსაყენებლად.კლასი,ცუდი თამაშის მუხედავად , სასურველი შედეგის მიღწევაა.
· Shotiko Karoche tipebma.imdeni qness rom waagesss mekarestan rom 2 jer gaxval pirispir da ver gaitan wadii ra bidziaa toxnee
· დდდ რეალურად, თამაშამდე უკვე იყო მოლოდინი, რომ ამასაც წააგებდნენ… ჰოდა, იმედი არ გაგვიცრუეს და ნამდვილად მოსაგები თამაშის წაგება მოახერხეს… მე თუ მკითხავთ, იბერიასთვის წაგებულის მენტალიტეტთან ბრძოლა უფრო ძნელი ამბავი იქნება, ვინემ ამ ფარჩაკი ლევადიას გამოგდება…
· დიფსთეითი ძირს ნიკოლოზ მაღლა მუშა
· კობუჩი ამათ სულ ხონის მგლები რომ დახვდეს შესარჩევში იმასაც ვერ გასცდებიან
· Roma უბრალოდ რომ მოითხოვენ მოდით სტადიონზე და გვიგულშემატკივრეთო კი უთხარით და გაუშვით ერთ ადგილას. ტ . ი
· qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos ბიჭო არაა ეს ფეხბურთი ჩვენი საქმე და გაანებეთ ამას თავი.
· ტორო ეს ტაბატაძე როგორ დადის ტემუდან გამოწერილი რონალდოსავით
· რაბუ ქართული ფეხბურთის სირცხვილია ეს გუნდი და იმედია გორი გადაასწრებს და გახდება ჩემპიონი
· ვასილიჩი მთელი ცხოვრებას ერთ საქმეს ფეხბურთს რომ უძღვნი მინიმუმ სირბილი ხო მაინც უნდა შეგეძლოს. ვინ ხართ ასეთი უსისხლოები ასეთ ტემპში ბიჭები აღარ ვთამაშობთ უბანში
· რაბუ იმ ჩემპიონატის დედა ვატირე სადაც იბერია ხდება ჩემპიონი.
· riki ამდენი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და ბოლოს გოლიც გაუშვეს.. მაინც იმედი მაქვს თბილისში ჩვენები გავლენ.
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა – “ომონია” კარგად შევისწავლეთ
როგორ გავიტანოთ გოლი ბურთზე შეხების გარეშე [VIDEO]
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
ერთმანეთზე ლამაზი გოლები – არაბიძემ “ლევადიას” დუბლი შეუსრულა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “იბერია 1999”-ის მეტოქე გაირკვა
საჩხერის “ჩიხურამ” თურქული შეკრება დაიწყო
