ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოში, +90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი უნგრელმა დანიელ ჩერმაკმა მოიპოვა, რომელმაც პირველ წრეში მხარი დაიზიანა და ქართველი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის დახმარებით ასპარეზობის გაგრძელება მოახერხა. გთავაზობთ უნგრელი ათლეტის ინტერვიუს:
– შენ პირველ წრეში ტრავმა მიიღე და დასახმარებლად ქართველ ექიმს, ზურაბ კახაბრიშვილს მიმართე. როგორი საუბარი შედგა თქვენს შორის და როგორ ემზადებოდი საასპარეზო დღის დარჩენილ მონაკვეთში?
– ქართველი ექიმი ძალიან მაგარი ადამიანია: სახალისო და წინდახედული, ამასთანავე, ბრწყინვალე პროფესიონალი. მან დაზიანებული მხარი ისე გადამიხვია, რომ მისი გამოძრავებაც შემეძლო და ამავდროულად, ჩვეულებრივ დროს აღარც კი მტკიოდა.
შეგახსენებთ, რომ სკოპიეში გამართულ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში კი 36-ე ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება ზურაბ კახაბრიშვილს, ის ძალოსნობასა და ძიუდოში ექიმად უკვე მრავალი წელია, რაც მოღვაწეობს, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმიც გახლდათ, 2024 წელს კი მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ვიდეო: European Judo Union
· BOSS ზურა რომ უმაგრესი პროფესიონალია და ნაღდი ქართველი მაგას წყალიარ გაუვა,მაგრამ სადაა აქ გმირობა?
“ჯერ არ გადაგვიწყვეტია” – ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით
“მას ბევრი აქვს სასწავლი” – მექსიკის პრეზიდენტმა ჩიჩარიტო გააკრიტიკა
“სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ – ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
ᓞᓠᓔᓛᓘᓔᓠ-ᓛᓘნᓘᓡᓢრᓛᓐ ᓗბᓘᓚᓘᓡᓘᓡ ᓝᓚᓘᓛᓞᓘᓣᓠᓘ ᓤᓔᓡᓢᓘᓕᓐᓚᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓛᓨᓔᓜᓔᓑᓐᓠᓔ ᓝᓑᓘᓔᓥᓢᓔᓑᓘ ᓛᓝᓘᓜᓐᓮუᓚᓐ
სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს!
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართული დელეგაცია 41 კაცით იქნება წარმოდგენილი
“ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!” – კახაბრიშვილის ცრემლები
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტის წევრად აირჩიეს
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
ბექაურს თბილისის გრანდ-სლემზე ვიხილავთ – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ თუშიშვილი ტატამს უბრუნდება – ავსტრიის გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
