შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით ერთი პირი (1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი.) დააკავა.
უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგონას აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
“საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.