[VIDEO] ეფექტურ სტილში – მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბუდაპეშტი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიელი კენი კომი ბედელი დაამარცხა.
მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ლუკამ მომდევნო ეტაპზე იტალიელი კრისტიან პარლატის აჯობა, მაისურაძემ ჩეხ დავიდ კლამერტსაც სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ესტონელი კლენ კრისტოფერ კალიულაიდი დაამარცხა. სამწუხაროდ, ლუკა ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან დამარცხდა.
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში კი ბელარუსი ალექსანდრ სიდორიკი დაამარცხა, სამწუხაროდ ლაშა მესამე წრეში იტალიელ კენი კომი ბედელთან დამარცხდა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.
ცნობისთვის, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.
· სიმართლე სამწუხაროდ ,,ჩვენი წონა,, არ წავიდა ისე,როგორც გვინდოდა,დასკვნებია გამოსატანი…საღ გონებაზე ,წარმსტებები ბექურს,მინც არის ის ჩვენი იმედი
· მელიტონ ქანთარია იძახეთ ეხლა, ლომები! ქართული ფინალი იქნება და ასე შემდეგ. მაისურაძეს წარმატებას ვუსურვებ. ბექაურს კიდე რჩევას მივცემ, ლომების გამწვრთნელად /დრესეროვჩიკად/ წავიდეს ნიკულინის ცირკში, მოსკოვებში. დადიოდა ტატამზე ამაყად, როგორც აბდუშაჰილი, ჰოოდა როგორც აბდუშაჰილი გააგორა ბაშიაჩუკმა, ისე გააგორეს დღეს ტატამზე.
· – რა ცოდვამ, რის ცოდვამ/ ბექაურს როცა ყავდა ბოკვერი, ჯანმრთელად იყო. ზოოპარკის დირექტორთან რომ მოხვდა კაბინეტში, კარგადაა , კარგადო ინტერვიუებს რომ იძლეოდა და მერე კი საავადმყოფოში მომაკვდავი მიიყვანეს, ეგ თუ იცით? ან იცით და შეგნებულად დემაგოგობთ.
· tngh იაპონია ძიუდოს სამშობლოა… ისე, ცნობისათვის!!!
· – დაწყნარდი. შენ გინდაც ივარჯიშო ან იმარიაჟო , ვერავინ გაიგებს.
· ვახო ვინც ერკვევით ჭიდაობაში თქვენი აზრი მაინტერესებს, მომეჩვენა თუ 2 წუთის მერე ვეღარ სუნთქავდა ნორმალურად?
· tngh წარმატება ლუკას!!! დაიმსახურა III ადგილი…
· აი მარიაჟობამ რა იცის. პროფესიონალიზმი ნოლი. ყოჩაღ ბიჭებო განსაკუთრებით ბექაურს, კარგად გივარჯიშიათ და რა მოხდა ცოტას თუ მარიაჟობთ სოც. ქსელებში?
· როდამდე? როდამდე უნდა ვიყოთ ამ იაპონელების ბულკები? დამაწყდა ნერვები რა. ყველას როგორ გიჭირთ ასე? ფინალში შეხვდებიანო ერთმანეთს ჩვენი ლომები. ფინალი კი არა, მესამეც სანატრელი გაგვიხდა.
· … და ასევე, არც თანაწამყვანის მხრიდან პოლიტიკური წიაღსვლები და მინისტრების ქება-დიდებაა ნორმალური… “ერთი კვრის” დანიშნული მინისტრი მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩავიდა და მაგარია და ჯიგარია და ა.შ. მიდი რა, რეპორტაჟის წაყვანაში დაეხმარე და ეგ არი !
· ყოველგვარი სარკაზმით გარეშე იმ საწყალი ლომის ბოკვერის ცოდვამ ხომ არ უწია ამ ჩვენს ლომს, აქეთ-იქით რომ დააპროწიალებდა ვარჯიშის სანაცვლოდ?!…
· გოგა მიდი ლუკა ორმაგი მოტივაციუთ შეუბერე ახლა დაამტკიცე რომ უკეთესი ხარ
· !!! განგაშის ზარები არის შემოსაკვრელი! რადიკალურად შესაცვლელია ფედერაციიდან დაწყებული, ნაკრების მწვრთნელებით, ნაკრების არაღირსეული წევრებით და ნაკრებში არ არსებული დისციპლინით დამთავრებული ყველაფერი. სპორტსმენები ეტყობა სეზონურად ვარჯიშობენ(?)!! რაც შეეხება ტელეკომენტატორებს, თამაზ გოგიბედაშვილს უმაღლეს პროფესიულ დონეზე მიყავს რეპორტაჟი, ხოლო თანაწამყვანი ძალიან ნერვიულად, აჟიტირებულად და გამაღიზიანებლად ერთვება, რაც ზედმეტია და არ არის საჭირო!!!
· გიორგი გუჯეჯიანის ინტერვიუს მოვუსმინე. ყოველთვის დალაგებულად ლაპარაკობს, მაგრამ მისი ნათქვამიდან ჩემთვის პირადად ისაც გამოჩნდა რომ ნაკრებში ერთადერთი ავტორიტეტი აღარ არის. ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რაც ძალიან დასაფასებელია. ერთი შეხედვით თავისი საქმე თვითონ იცის უნდა იასპარეზებს უნდა არა მაგრამ ნაკრებში სხვებიც არიან და ეს მათზეც მოქმედებს. მოკლედ, მთვარი მწვრთნელის ალტერნატივა არ უნდა არსებობდეს. მაისურაძე მშრომელი და თავმდაბალი ბიჭია; ასეთია სულამანიძეც. და ორივეს იმედი მაქვს რომ რაც შეუძლიათ იმას დადებენ, და წარმატებას ვუსურვებ.
· zaza ეს იდიოტი კომენტატორები მოაშორეთ რა.შეხვედრა დაწყებული არაა და შეჭამს,გადაჭამს,ჩვენი ლომი ამათ ნახე რას უზამს,ამცირებენ მეტოქეებს.ჯერ მოიგე და მერე იტრაბახე რა.ლომი ბექაური სახლშია და იბაქიბუქეთ ეხლა.ფუ სამარცხვინო ხალხი.
· პაატა ნაკრებს სჭირდება ახალი მთავარი მწვრთნელი, ამას უკვე მიშვებული აქვს საქმე, აღარც დისციპლინაა და ძველი ინერციით მიდიან… მსოფლიოზე მნიშვნელოვანი ტურნირი წელს აღარ იქნება, აქ უნდა ყოფილიყვნენ ფორმის პიკში… იმედია სწორ დასკვნებს გამოიტანენ (მაგრამ ვინ ეგ უკვე საკითხავია:))… წარმატება ლუკას!!!
· ალექსანდრე ძალიან კარგი. არ უნდა ამ კაცს მსოფლიო, მარტო ოლიმპიადა ეპიტნავება. სირცხვილია ეს ჭიდაობა, იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ კადრულობს..
· Otar ლაშა მთელი შეხვედრა მხოლოდ ერთი ილეთის ჩატარებას ცდილობდა და რა ვიცი, აბა.
· ლევანი ეჰ, ლაშამ უკვე წააგო….
· სურიკას აბა, შენი ზემლიაკი არავინაა და……. ))))
· zura222 ქართული ფინალი გვინდა დღეს!
“მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი” – უტა აბე
[VIDEO] დაბრუნება შედგა – ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
“ახალ ოლიმპიურ სასახლეში”, მამუკა კვარაცხელიას წიგნის, “სამასმეერთე”-ს პრეზენტაცია გაიმართა
ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატსაც ჩაეხსნა
10-თვიანი პაუზის შემდეგ – ბექაური ტატამზე ბრუნდება
ლუკა მაისურაძე ჯიგორო კანოს ტურნირზე ფინალში დამარცხდა
ლაშა ბექაურმა ბუდაპეშტის მასტერსზე ჩემპიონობა რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა
მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა – პრიზი ვალენსიაში
“დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად” – ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს
ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]