[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] “რუსთავი” ცალი ფეხით უმაღლესშია!

ეროვნული ლიგა 2-ის XXXII ტურში “რუსთავმა” შინ 5:1 დაამარცხა “ლოკომოტივი” და, შეიძლება ითქვას, ცალი ფეხით გადასულია ქართული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში.
გია ცეცაძის გუნდი, რომელმაც ჩემპიონატის ბოლო 9-დან 8 თამაში მოიგო, 7 ქულით უსწრებს “სპაერს” და დარჩენილ 4 ტურში 2 მოგებაც ეყოფა მიზნის მისაღწევად.
ოღონდ, თუ რუსთაველები მომდევნო ტურში “სპაერს” უშუალო დაპირისპირებაში დაამარცხებენ, ავტომატურად გაინაღდებენ ეროვნული ლიგის საგზურს.
თავის მხრივ, “სპაერს”, რომელმაც გასულ ტურში ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან (1:0-ის იგებდა სამტრედიაში, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა) გამარჯვება, განაღდებული აქვს გადასასვლელ პლეი-ოფში მონაწილეობა.
მე-3 ადგილისთვის (რომელიც ასევე იძლევა პლეი-ოფში მონაწილეობის უფლებას) იბრძოლებენ “მეშახტე”, “მერანი” (მარტვილი) და “სამტრედია”.
სხვათა შორის, “სამტრედიამ” იმაზეც უნდა იზრუნოს, რომ გასავარდნ პლეი-აუტში არ მოხვდეს, ისევე, როგორც “ლოკომოტივმა”. თქვენ წარმოიდგინეთ, თეორიულიად, გასავარდნ ზონაში შეიძლება აღმოჩნდეს მე-4 ადგილზე მყოფი “მერანიც” კი…
ზოგადად, ცხრილში ახლა ისეთი სიმჭიდროვეა, ჯერ კიდევ ადრეა შანსებზე მსჯელობა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, პირველი და მეორე ადგილების გარდა, ყველაფერი ბოლო ტურები გადაწყდება.
[VIDEO. ეროვნული ლიგა] “პოკერი”, 3 პენალტი, ავტოგოლი… “ტორპედომ” ს “დინამო” გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! “იბერია 1999” პირველ ადგილს ინარჩუნებს…
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა “რუსთავმა” “დელტასთან” ბოლო წამზე წააგო
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ – შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
პლეიოფები: “გაგრა” და “თელავი” ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
“შუქურა” მეოთხე ლიგაში დააქვეითეს – ეროვნული ლიცენზირების შედეგები
“არაგვმა” ახალწვეულები წარადგინა და ახალი სეზონის წინ მიზნები დასახა
ქობულეთის “შუქურას” 6 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
“რუსთავმა” თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს
ს “კოლხეთი” ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია!
ს “კოლხეთი” ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია!
“კავკასიამ” და “რუსთავმა” იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ “ოლიმპს” გაუთანაბრდნენ
ეროვნული ლიგა 2. “რუსთავმა” 10:0 მოიგო