[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! “იბერია 1999” პირველ ადგილს ინარჩუნებს…

გოლები: 1:0 ძაგანია (52. გ. მამაგეიშვილის პასით), 2:0 ზოჰური (90+6)
იბერია (4-3-3): მაკარიძე – ზოჰური, აგიაკვა (9. გოშთელიანი), ჯგერენაია, ჯინჯოლავა – დადიანი, ქარდავა, ალთუნაშვილი (78. კლასი) – გ. მამაგეიშვილი, სილაგაძე (74. თ. ახვლედიანი), ძაგანია (74. ნ. ხორხელი).
მწვრთნელი: გუგა ნერგაძე
სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა – ჯანჯღავა, პატარკაციშვილი, რაიანი, ბული – შერგელაშვილი (62. ჩიხლაძე), ვინისიუსი (74. კვარაცხელია) – აინი (62. ჯეფინიო), ჟან კარლოსი (74. სებოლინია), ველისოლი – ფანცულაია.
მწვრთნელი: ტიაგო გომისი
გაფრთხილება: აინი (25), შერგელაშვილი (45+2), ვინისიუსი (47), გ. მამაგეიშვილი (57), ზოჰური (90+7)
არბიტრი: ჯ. ხორავა
“იბერია 1999-მა” გაიმარჯვა და კვლავ “დილასთან” ერთად ლიდერობს ეროვნული ლიგის მარათონს, რომელიც დასასრულს უახლოვდება.
და რაკი დასასრული ახლოსაა, მატულობს ნერვიულობა, თამაშები თითქოს უფრო “ჩაკეტილი” ხდება. სიფრთხილე ეტყობოდა “იბერიასაც”, “სამგურალი” კი პირიქით, უფრო მობილიზებული ჩანდა და ლიდერს პრობლემებს უქმნიდა.
თბილისელებმა ქომაგი მეორე ტაიმის დასაწყისში ამოუსუნთქეს, როცა ამირან ძაგანია საჯარიმოს ხაზთან შემოტრიალდა და ზუსტად დაარტყა დაბალ კუთხეში. აქ აღსანიშნავია გიზო მამაგეიშვილის ეფექტური პასიც…
ამის შემდეგ წყალტუბოელებმა უფრო თამამად გაიხედეს თბილისელთა კარისკენ, ამ უკანასკნელთ კი კონტრშეტევაზე ანგარიშის გაორმაგების შანსი გაუჩნდათ, რითიც მხოლოდ ბოლო წუთზე ისარგებლეს – არმელ ზოჰურმა აართვა ბურთი ფერნანდო ბულს, მეკარეც უკან ჩამოიტოვა და ცარიელ კარში შეაგორა – 2:0.
“სამგურალის” ფეხბურთელები ამაოდ აპროტესტებდნენ ორივე გოლს და თამაშის შემდეგ მცირე შეხლა-შემოხლაც იყო. თუმცა გოლების გადამოწმების აუცილებლობა დამდგარა.
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! “თელავს” ძალა და კლასი არ ეყო…
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა…
Geo Team: იური ტაბატაძე ესპანურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
ახალი ეტაპი “იბერიაში” – გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ეროვნული ლიგა. V ტური. “სამგურალი” – “იბერია 1999” [LIVE]
ისტორია დაიწერა – თბილისის “დინამომ” მხოლოდ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით ითამაშა
“დინამო თბილისმა” “სამგურალს” მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე “იბერია 1999”-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ეროვნული ლიგა. III ტური. “სამგურალი” – “გარეჯი” [LIVE]
ეროვნული ლიგა. I ტური. “სამგურალი” – “კოლხეთი” [LIVE]
GEO TEAM : გეგუჩაძემ “იბერია 1999” დატოვა
ალთუნაშვილი “იბერია 1999-ში” დაბრუნდა
იური ტაბატაძე “კადისის” ფეხბურთელი გახდა
“იბერია 1999”-მა ბათუმში მოიგო
[ეროვნული ლიგა] XXXII ტურის ანონსი
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! “თელავს” ძალა და კლასი არ ეყო…
სტუმრების დღე: “სამგურალმა” და “გარეჯმა” მოიგეს