VIDEO |  ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი

“იბერიამ” ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგო და “სპაერთან ერთად ჩემპიონატის თანალიდერია, ხოლო, თუ 11 აპრილს პირველი ტურის გადმოტანილ მატჩშიც (შინ “მეშახტესთან”) გაიმარჯვებს, უკვე ერთპიროვნულ ლიდერადაც მოგვევლინება.
კი ვამბობთ, რომ მოქმედი ჩემპიონი ფორმაში არ არის, რომ ყველა მატჩი მინიმალური სხვაობით მოიგო, მაგრამ ამ ხუმრობა-ხუმრობაში ახლოს არის იმ ადგილის დაბრუნებასთან, რომელიც წლეულსაც დასაცავი აქვს. ვერც ამ თამაშზე ვიტყვით, რომ “იბერიამ” თამაშის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა, თუმცა ამ 3 ქულას გუგა ნერგაძე არანაირ ხარისხზე არ გაცვლიდა.
“სამგურალმა” შეცვლაზე შესულთა მიერ გათამაშებული კობინაციით სხვაობა კი შეამცირა და იმედი გაიჩინა, მაგრამ “იბერიასთან” თამაშის გადასარჩენად ბევრად მეტი ძალისხმევა იყო საჭირო, ძალისხმევაც და კლასიც…
იბერია 1999-სამგურალი 2:1
გოლები: 1:0 გოშთელიანი (8), 2:0 კაფე (37, ბედოშვილის პასით), 2:1 კვარაცხელია (80, პაპავას პასით)
იბერია: მეგრელიშვილი, ზოური, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე (ჯინჯოლავა 46), კუცია (ბიძინაშვილი 65), ქარდავა, ბედოშვილი (ღუდუშაური 65), გოშთელიანი – კაფე (ნაჭყებია 80), ძაგანია (თ. ახვლედიანი 56)
სამგურალი: სიუკაევი, შათირიშვილი (შერგელაშვილი 46), ქაბია, რიანი, გეგეჭკორი, აფციაური (ჯეფერსონი 69), ვინისიუში, ნ. ცეცხლაძე (კვარაცხელია 77), ხორხელი, ჟან კარლოსი (ველისოლი 69), სებოლინია (პაპავა 69)
არბიტრი: ა. აფციაური