VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ბათუმის “დინამომ” ბრწყინვალედ ითამაშა და ზედიზედ სამი სასტარტო ფრის შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა შანსი არ დაუტოვეს ჩემპიონატის დებიუტანტსა და მოულოდნელ ლიდერს (მარცხის მიუხედავად, პირველ ადგილზე რჩება).
ბათუმელი ქომაგისთვის 3 ქულაზე მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს თამაშის ის ხარისხი, რომელიც მათმა საყვარელმა გუნდმა აჩვენა.
ეს გვაფიქრებინებს, რომ თუ პროგრესი გაგრძელდა, ზღვისპირელები სამეულში მოხვედრისთვის იბრძოლებენ, “აჭარაბეთ არენა” კი ისევ გაივსება, როგორც წინა წლებში იყო…
გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მანდრიჩენკო-კირკიტაძის ტანდემს.
საერთოდაც, ეს უკანასკნელი ტრავმების შემდეგ ფორმაში შედის და მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება ჭიაბრიშვილის გუნდში.
დინამო (ბთ)-სპაერი 4:1
გოლები: 1:0 კალანდარიშვილი (4, მარას პასით), 2:0 მანდრიჩენკო (10, კირკიტაძის პასით), 3:0 მანდრიჩენკო (14, კირკიტაძის პასით), 3:1 გეგიაძე (31), 4:1 მარა (57, ჯაფარიძის პასით)
დინამო ბთ: თურმანიძე, ჩიტეიშვილი, , ქაფიანიძე (ჯაფარიძე 35), ლაკვეხელიანი (წულუკიძე 46), გ. ფუტკარაძე (გ. კოხრეიძე 46), მილჩენკო, კირკიტაძე (აბუსელიძე 58), მარა, კალანდარიშვილი, მანდრიჩენკო (ხოზრევანიძე 79)
სპაერი: ბ. ფუტკარაძე, ჩაგუნავა (მატენჯვა 61), კენჭაძე, პირტახია, სამხარაძე, ასკურავა (გორდეზიანი 82), ფონიავა (გ. დ. ცეცხლაძე 61), ცირდავა, თ. ცეცხლაძე, გეგიაძე (გოლუბიანი 82), ლ. კოხრეიძე (ბასილაშვილი 72)
არბიტრი: ც. სამსონაშვილი