ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ნიუ ორლეანს პელიკანსს” უმასპინძლა და 133:121 დაამარცხა.
ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში მორიგი ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირეს ლუკა დონჩიჩმა და ოსტინ რივზმა. სლოვენიელმა სუპერვარსკვლავმა თავი 34 ქულით, 12 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. ოსტინ რივხის ანგარიშზე 33 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა დეანდრე ეიტონმა, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 12 მოხსნა, 1 ასისტი და 4 დაფარება შესძინა.
სტუმართა შემადგენლობიდან ზაიონ უილიამსონის, ჯორდან პულისა და ტროი მერფის არყოფნაში გუნდს სადიქ ბეიმ ულიდერა, ფორვარდმა 22 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააფიქსირა.
ბრაის მაკგოუენსმა აქტივში 23, ხოლო ჯერემი ფეარსმა 21 ქულა ჩაიწერეს.
ამრიგად, “ლეიკერსი” 15 გამარჯვებითა და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, გუნდს ბოლო 7 შეხვედრა მოგებული აქვს, მომდევნო თამაში 2 დეკემბერს, “ფინიქს სანსთან” აქვს.
“პელიკანსი” 3 მოგებითა და 18 მარცხით იმავე დასავლეთში ბოლო, მე-15 პოზიციას იკავებს, 3 დეკემბერს კი “მინესოტა ტიმბერვულვზს” უმასპინძლებს.
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა – “დალასს” დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი – “ტორონტომ” “ინდიანა” ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] იოკიჩის 44 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – ვესტბრუკმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა




