[VIDEO] “დილა” ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ გასვლაზე „რიგასთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, ერთხელ ბურთი ძელს გაარტყეს, სამჯერ ჩვენი გუნდი მეკარე კერესელიძემ გადაარჩინა, კომპენსირებულ დროში კი რამირესმა თავურით „რიგა“ დააწინაურა.
მეორე ტაიმში უფრო თანაბარი თამაში იყო, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და „რიგამ“ მეორე გოლი გაიტანა – კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს სიკეირამ გორელთა კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული „დილა“ იერიშებზე გადავიდა, შეცვლაზე შესული ბუღრიძის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა კარს, ცოტა ხანში კი ბასინგამ მცველისგან რიკოშეტით ანგარიში შეამცირა.
საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში გორში გაიმართება.
რიგა – დილა 2:1
გოლები: 1:0 რამირესი (45+6), 2:0 სიკეირა (66), 2:1 ბასინგა (86)
დილა: კერესელიძე, ჩაბრაძე, ეტოუ, არაუჟო, რუხაძე (ტიბოუ 85), დრამე (ედუძი 46), ანდრონიკაშვილი (უატარა 70), კონტე, ფარულავა (ანოფი (80), შეყილაძე (ბუღრიძე 70), ბასინგა
· გიგო პაპა 2 წუთიც ვერ ვუყურე, ქართველი ვერ დავინახე გუნდში. გინდათ დილა დაარქვით და თუ გინდათ ჩელიაბინსკის ტრაქტორი. როგორ გულშემატკივრობთ ასეთ გუნდს, ვერ გამიგია. სპაერის ყურება ათასჯერ მირჩევნია, ქართული გვარები მაინც მესმის. სულ რომ თასი აიღოს დილამ, კაპიკია ეგეთი გუნდის ფასი….
· riki 60-40-ზეა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები დილას სასარგებლოდ. შარშან უკრანილებთან და სლოვაკებთანაც 2-1 ერთი წააგეს გასვლაზე და სახლში 3-1 და 2-0 მოიგეს.
· ქობულეთიდან მე პირადად დილასგან უკეთესის მოლოდინი მქონდა. ჯერ დაკარგული არაფერია, იმედია გორში სასურველი ანგარიშით მოიგებს დილა და გავა შემდეგ ეტაპზე.
· კობუჩი არაა ეს რიგა მარტივი გუნდი, სავსეა ლეგიონერებით და გასვლაზე გამარჯვებას ვერ მოვთხოვდით გორს. აქ სხვა თამაში იქნება და მჯერა გავა დილა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში – “ტორპედომ” შანსი შეინარჩუნა
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
დიეგო ლონგო: “დილა” თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
“დილამ” “რასინგს” ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე “რიგას” შეხვდება