[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში – “ტორპედომ” შანსი შეინარჩუნა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ომონიასთან“ 0:1 დამარცხდა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობნენ, მათ რიგებში სემედო გამოირჩეოდა, რომელმაც დებიუტში ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ მეკარე გოშაძემ არ გაატანინა, მე-20 წუთზე კი კვიპროსული გუნდი იოვეტიჩმა დააწინაურა. ქუთაისელებმა შეტევებით უპასუხეს, შორიდან მამუჩაშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ფაბიანომ მოიგერია. „ომონიამ“ მალევე დაიბრუნა ინიციატივა, ლოიზუს მიეცა შანსი, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა გოშაძე.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ომონიამ“ ზეწოლა გააძლიერა, გოშაძემ „ტორპედო“ ორჯერ გადაარჩინა, ლოიზუმ ვერ უწია მიზანს. სწრაფი კონტრიერიშისას ბიძინაშვილმა ორჯერ უშედეგოდ სცადა ანგარიშის გათანაბრება. ბოლოს “ტორპედომ” შეუტია, მაგრამ ვერ გაიტანა და საბოლოოდ 1:0, რომელიც ქართულ გუნდს მომდევნო რაუნდში გასვლის შანსს უნარჩუნებს.
საპასუხო შეხვედრა 31 ივლისს ქუთაისში ჩატარდება.
ომონია – ტორპედო 1:0
გოლი: იოვეტიჩი (20)
ტორპედო: გოშაძე, ნამე, სიმიჩი, ვარლეი, ნადარაია (ჟორჟინიო 72), ბიძინაშვილი (კოხრეიძე 90+3), ითრაქი, მამუჩაშვილი, პირესი, ღუდუშაური (ბასილაძე 72), იონსენი (ანდრიჩი 87)
· რაბუ დაცვაში ვარლეი, სორი მანე , სიმიჩი და ჟორჟინიო უალტერნატივო უნდა იყოს ქუთაისურ მატჩში. ბურთის დამჭერად და ამომტანად კიდე კოხრეიძეს დავაწყებინდები თავიდანვე
· რაბუ დაცვაში ვარლეი, სორი მანე , სიმიჩი და ჟორჟინიო უალტერნატივო უნდა იყოს ქუთაისურ მატჩში. ბურთის დამჭერად და ამომტანად კიდე კოხრეიძეს დავაწყებინდები თავიდანვე
· პელიდი დაცვაში ტორპედო კარგად იდგა, ასეთი ორგანიზებული თამაში მათი მხრიდან უკან დიდი ხანია არ მინახავს, ოღონდ შეტევაში გადასვლა უჭირდათ,აშკარა იყო ფლანგის შემტევების სუსტი თამაში. მეორე შეხვედრაში მეტოქის ნახევარზე სწრაფ გადასვლებში თუ მოუმატებენ დიდი შანსი იქნება შემდეგ ეტაპზე გასვლის.
· ქომაგი ვიცი რთულია მაგრამ ტორპედოც, დილაც და იბერიაც საბრძოლო ანგარიშებია და მხარი უნდა დავუჭიროთ
· მეზღვაური რეალურად გოშაძის და კერესელიძის დამსახურებაა უფრო დიდი ანგარიშებით რომ არ წააგეს ორივე გუნდმა. ძაან გაუჭირდებათ მათ და იბერიასაც შემდეგ ეტაპზე გასვლა.
· ტორო სორი მანე ყოფილა კაცი
· riki პასუხი მოკლედ-ს არა ძმაო მაგრამ შენზე მინიმუმ სამჯერ დიდ ბიუჯეტიან გუნდთან გასვლაზე მინიმალური სხვაობით ეს დადებითი შედეგია, თანაც ორდაბაშთან მატჩმა გვანახა რომ სახლში უკეთესად თამაშობს გუნდი.
· რაბუ კოხრეიძის როგორ მეიმედება და რატო არ ათამაშებს რა პრობლემაა ნეტა
· ewd normaluri vingerebi da at nomerze amwuTas daamatet am gunds gava jgufshi bizinashvilit meore ro gavs ver gaxval fons
· მოკლედ ქუთაისის თამაში მოგეწონა?
· სიმართლე ერთი სპაერი გავა მეორე ტორპედოო ვაჰჰ ბედკრული საქართველო…
· riki თამაშიდან და მეტოქიდან გამომდინარი აშკარად კარგი შედეგია, ქუთაისში ყველაფერი შეიძლება მოხდეს
“დილა” ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
“ტორპედოს” თავდამსხმელი: ეს ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს – ქუთაისში სავსე ტრიბუნების ფონზე განსხვავებული თამაში იქნება
ვოლკოვის და პაპუნაშვილის “ზირამ” “ომონიას” მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
“ტორპედოს” მძლეველმა “ომონიამ” ვოლკოვის “ზირა” გაანადგურა
“არაფერი დასრულებულა – ჩვენ მზად ვართ” – კინმა და სახომ “ომონიასთან” მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს
“ტორპედო” “ომონიასთან” ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
“ორდაბასის” მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ – უფალმა “ტორპედოს” შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
სენსაცია და დრამა – რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?