უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა.
ფინალამდე გურამმა მარიუს ფიზელი (სლოვაკეთი), ლოსენი კონე (გერმანია), აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური და მსოფლიოს ჩემპიონი მინიონ კიმი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა.
+78 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი მერვედფინალში დამარცხდა.
ამით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს.
ხვალ თბილისის დროით 12:00-ზე კი გუნდური შეჯიბრება დაიწყება
· ალექს გურამმა რაც შეეძლო იომა და მადლობა მას. გულდასაწყვეტია ბიჭების ოქროს გარეშე დარჩენა,მაგრამ უძლიერესები ყავთ მართლა რუსებს და იაპონელებს ამ ეტაპზე. წახიკეს ყველაფერი.
· ფუი… ამასაც მოვესწარით. რუსების ჰეგემონია დამყარდა ძიუდოში. თავი არ გამოგვეყოფა არსად…
· რუსეთს რაააა? მთელი საქოცეთია მოსაშორებელი გუჯეჯიანის თამადობით! უნდა მიაყოლო სვანაძე და სანიოლი თავის ფედერაციანად! ჯარჯი ზვიადაური სასწრაფოდ ნაკრების მწვრთნელად!
რუსეთის წარმომადგენელმა გურამ თუშიშვილთან წაგების შესახებ ისაუბრა
რევანშის შანსი – სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
თუშიშვილი ვერცხლს დასჯერდა – ჯაბნიაშვილმა და დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს [VIDEO]
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა – თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
“რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ…” – ინალ ტასოევი
