ლიგა 2-ის მეჩვიდმეტე ტურში „სენტ-ეტიენი“ სახლში აუტსაიდერ „ბასტიას“ ფრედ ეთამაშა (2:2), მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა კი დუბლი შეასრულა.
სტუმრები ორჯერ გავიდნენ წინ, ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში დავითაშვილმა, შემდეგ მასპინძლებს გამარჯვების მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ ფლორიან ტარდიუმ პენალტი ვერ გაიტანა.
ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Sofascore 8.5 (ორივე გუნდში საუკეთესო), Flashscore 7.8.
ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონტზე 15 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
„სენტ-ეტიენი“ 30 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს გამართავს – თასის 1/62-ფინალში სტუმრად ლიგა 1-ის „ნიცას“ დაუპირისპირდება.
სენტ-ეტიენი – ბასტია 2:2
გოლები: 0:1 საბასი (19), 1:1 დავითაშვილი (24), 1:2 ტომი (34), 2:2 დავითაშვილი (81)
გამოუყენებელი პენალტი: ტარდიუ (87, სენტ-ეტიენი)
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა – “სენტ-ეტიენი” “დიუნკერკთან“ დამარცხდა
“ბორდომ” წააგო და გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა
“ბეშიქთაში” დავითაშვილთან ერთად ტერ შტეგენის, სანჩოს, სალიჰის და გიულის დამატებას აპირებს
დავითაშვილმა ისევ გაიტანა – ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა თავი [VIDEO]
დავითაშვილის კაცნაკლული “სენტ-ეტიენი” “ანსისთან” განადგურდა
დავითაშვილის მორიგი გოლი – “ბორდომ” “ბასტიასთან” არწასაგები მატჩი წააგო [VIDEO]
დავითაშვილი შეცვალეს და “ბორდომ” კორსიკაში გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საგიჟეთი საფრანგეთში – რატომ შეწყდა მატჩები ბორდოსა და ჰავრში [VIDEO]
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი – “სენტ-ეტიენმა” გაიმარჯვა და მეორე ადგილზე გადავიდა
ზურიკო და კიდევ სამი სხვა – “ბეშიქთაშს” ზამთარში დიდი სატრანსფერო მიზნები აქვს
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა – “სენტ-ეტიენი” “რედ სტართან” დამარცხდა
რას ვნახავთ დეკემბერში – პსჟ-ს მატჩები და თბილისის “დინამო” ახალგაზრდულ ლიგაზე



