[VIDEO] დავითაშვილის გოლმა “სენტ-ეტიენი” თასზე “ნიცასთან” მარცხისგან ვერ იხსნა

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე ლიგა 1-ის „ნიცასთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, პირველი ტაიმის დასასრულს კი ზურიკო დავითაშვილმა პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ოდნავ ააცილა კარს. მეორე ტაიმში „ნიცამ“ გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება შეძლო.
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: flashscore 7.5 (საუკეთესო თავის გუნდში), sofascore 7.1. მის ანგარიშზე აგრეთვე ლიგა 2-ის 15 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
„სენტ-ეტიენი“ მომდევნო მატჩს 3 იანვარს, სტუმრად „ლე მანთან“ ჩაატარებს.
ნიცა – სენტ-ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 დიალო (11), 1:1 დავითაშვილი (45, პენ), 2:1 სანსონი (72)