სეგუნდა დივიზიონის ოცდამეთოთხმეტე ტურში „რასინგი“ გასვლაზე „ანდორასთან“ (მფლობელი ჟერარ პიკეა) 2:6 დამარცხდა.
სტუმრები დუბლით გიორგი გულიაშვილმა დააწინაურა (ორივე გადაცემა ანდრეს მარტინმა გაუკეთა), თუმცა მასპინძლებმა ოთხი გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ. შემდეგ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო სანტანდერელთა მცველი ხორხე სალინასი გააძევა, „ანდორამ“ კი კიდევ ორჯერ გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: flashscore 7.9, sofascore 7.6.
გიორგიმ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 11 შეხვედრაში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
„რასინგი“ 62 ქულით ლიდერია და 12 აპრილს „ალმერიას“ უმასპინძლებს. მეორე ადგილზე 60 ქულით „დეპორტივოა“, ხოლო მესამეზე 58 ქულით „ალმერია“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ენკამპი. „დე ლა ფაფი“
ანდორა – რასინგი 6:2
გოლები: 0:1 გულიაშვილი (4), 0:2 გულიაშვილი (16), 1:2 სერდა (34), 2:2 ლაუტი (42), 3:2 ვილა (49), 4:2 ვილიაერმოსა (61, პენ), 5:2 ჯასტინი (77), 6:2 ლე ნორმანი (90)
გაძევება: სალინასი (73, რასინგი)