[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!

“იბერია 1999-თან” ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩში სასწაული გოლი გაიტანა “გაგრას” ფორვარდმა დავით მუჯირმა – ფლანგური პასის შემდეგ ქუსლით ჰაერში (ეგრეთ წოდებული “სკორპიონის” დარტყმა) ამოჰკრა ბურთს და ბადეში გაახვია.
ეს იყო ლამის ტყუპისცალი იმ გოლისა, რომელიც 2017 წელს ოლივიე ჟირუმ გაიტანა “არსენალის” მაისურით და წლის შედევრის პრიზიც (“პუშკაშის ჯილდო”) მიიღო. ეს იყო ასევე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში, ლეგენდარულ კოლუმბიელ მეკარე რენე იგიტას კი ასე ბურთიც კი მოუგერიებია…
მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი გვიხარია და მოგვწონს ყველაზე მეტად. ეს 26 წლის მუჯირის მე-7 გოლია (რომელსაც აქედანვე ვუწინასწარმეტყველებდით საქართველოს ჩემპიონატის წლის საუკეთესო გოლის ნომინაციაში გამარჯვებას) მიმდინარე ჩემპიონატში. სხვათა შორის, მან ზედიზე მე-4 მატჩში გაიტანა. ამ 7-დან კი სეზონის პირველ ნახევარში 2-ჯერ “სამგურალის” სახელით შეაგდო…
[VIDEO] …”დილას” იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოუმზადა… დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის “იბერია 1999″ ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] …”დილას” იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოუმზადა… დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
“სამწუხარო რეალობა გვაქვს” – მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე…
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე – სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “დინამო არენას” უბრუნდება – რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს