ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში „ვილიარეალმა“ სახლში „სოსიედადს“ 3:1 მოუგო.
მასპინძლები მე-7 წუთზე ჟერარ მორენომ დააწინაურა, მე-15 წუთზე მეტოქის კარი გიორგი მიქაუტაძემ დალაშქრა, 23-ეზე კი ქართველის პასით პეპემ გაიტანა.
მიქაუტაძემ გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს. მერე გიორგის დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა და 89-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგის ბოლო 4 მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი – მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 შეხვედაში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
„ვილიარეალი“ 58 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა და 6 აპრილს „ჟირონას“ ესტუმრება.
ვილიარეალი. „კერამიკა“
ვილიარეალი – სოსიედადი 3:1
გოლები: 1:0 მორენო (7), 2:0 მიქაუტაძე (15), 3:0 პეპე (23), 3:1 სუჩიჩი (47)