ამხანაგურ მატჩში არგენტინის ნაკრებმა ზამბია 5:0 დაამარცხა. დიდი ალბათობით, ლიონელ მესიმ სამშობლოში ბოლო მატჩი ჩაატარა. არგენტინული მედიის ცნობით, ლეო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ამ ზაფხულს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
მე-4 წუთზე შეხვედრაში ანგარიში ხულიან ალვარესმა გახსნა, 43-ე წუთზე ლეო მესიმ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, 49-ე წუთზე ზამბიელთა კარში პენალტი დაინიშნა, “ლა პულგამ” თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულება ნიკოლას ოტამენდის დაუთმო და ამ უკანასკნელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.
68-ე წუთზე ზამბიელთა ცენტრალურმა მცველმა ჩანდამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 94-ე წუთზე კი ბარკომაც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, მესიმ 1145-ე კარიერულ მატჩში 902-ე გოლის გატანა მოახერხა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს (905 გოლი) ჩამორჩება.