[VIDEO] “გოლდენ სტეიტი” სეზონს მაგრად იწყებს – “უორიორსმა” “კლიპერსი” მარტივად დაამარცხა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “გოლდენ სტეიტმა” “ლოს ანჯელეს კლიპერსს” უმასპინძლა და 98:79 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ჯიმი ბატლერმა 21 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სტეფ კარიმ 19 ქულა, 2 მოხსნა, 2-იც ჩაჭრა და 8 გადაცემა მიითვალა.
ბრენდინ პოძიემსკიმ და კუენტინ პოსტმა 12-12 ქულა ჩააგდეს.
რაც შეეხებათ ლოს ანჯელესელებს, ჯეიმს ჰარდენმა კალათში 20 ქულა მოათავსა, ხოლო კავაი ლეონარდმა – 18.
ორმაგი დუბლით გამოიჩინა თავი ივიცა ზუბაცმა. ხორვატმა აქტივსი 14 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა.
ამრიგად, “უორიორსი” 4 გამარჯვებითა და 1 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს სტუმრად, “მილუოკი ბაქსთან” გამართავს.
“კლიპერსი” 2 მოგებითა და ამდენივე წაგებით იმავე დასავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, 1-ელ ნოემბერს კი “ნიუ ორლეანს პელიკანსს” უმასპინძლებს.
· zura222 ის ფაჩულია ზის სტეფ კარის გვერდზე ?
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის “დენვერ ნაგეთსთან”
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი – “ფილას” ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული “ბოსტონი”
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა – NBA ხმაურიანად დაიწყო!