[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით – მამარდაშვილის “ლივერპული” სახლში “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდა

პრემიერლიგის მერვე ტურში „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა.
მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. უკვე დებიუტში მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა მბემომ სტუმრები დააწინაურა. მასპინძლებს თანაფარდობის აღდგენა შეეძლოთ, მაგრამ გაკპოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მერე გიორგის სამჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა, თავისი გუნდის გადარჩენა შეძლო და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ „წითლები“ იერიშებზე გადავიდნენ, გაკპომ ისევ გაარტყა ბურთი ძელს, სალაჰმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, გაკპომ კი შეცვლაზე შესული კიეზას პასით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მალე მაგუაირმა თავურით დალაშქრა მამარდაშვილის კარი და მატჩის მოულოდნელი გმირი გახდა. ბოლოს სლოტის შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, გაკპომ დუბლის შესრულების შესანიშნავი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, როდესაც სამიოდ მეტრიდან ვერ გადაგზავნა ბურთი ლამენსის კარში და „ლივერპულმა“ მარცხი განიცადა.
„ლივერპული“ 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.
„იუნაიტედი“ 13 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფება და 25 ოქტომბერს „ბრაიტონს“ უმასპინძლებს.
ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2
გოლები: 0:1 მბემო (2), 1:1 გაკპო (78), 1:2 მაგუაირი (84)
· ამ ჩემს გუბაზის ფეხებს ლივერპულმა დაყვინა
· გიორგი მანჩესტერის მოგება მინდოდა თან არ მინდოდა გიორგის ბრალეულობით გოლი გასულიყო მგონია მაგუაერის გოლზე შეეძლო გამოსულიყო თუმცა მცველები მეტს სცოდავდნენ ამხელა ორ მეტრიან კაცს მეკარის საჯარიმოში ასე თავისუფლად არ უნდა ტოვებდნენ
· Achi Mamardas ashkaraaro dacva aruvarga magram eg is mamarda axaraatitqos rac valensiashi iyo exla rac gaushvan tavisi brali iyo 70 procentit
ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდში თამაშობს” – ტენ ჰაგი მაგუაიერზე
“ვესტ ჰემს” მაგუაიერი სურს – ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
მაგუაიერს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს და “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლაზე უჭირავს თვალი
ტრანსფერი რეალურია – “ნაპოლი” მაგუაიერის დამატებას ცდილობს
მაგუაიერი ლონდონური გუნდების რადარზე – ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არც “იუნაიტედია”
“მაგუაიერი შეშინებული ბაჭიასავითაა” – ჯეიმი კარაგერი ჰარიზე საუბრობს