მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდის დისკვალიფიცირებულმა მწვრთნელმა სანიოლმა თურქეთთან წაგების შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში კაშიას და წიტაიშვილის ნაცვლად აზაროვი და გაგნიძე დააყენა და „ჯვაროსნებს“ კვარაცხელიამ უკაპიტნა.
წვიმიან ამინდში დებიუტში უფრო აქტიური სტუმრები იყვნენ, რომლებმაც პირველი მომენტი შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან დიმიტროვის თავური მამადაშვილმა მოიგერია. ამას მასპინძელთა შეტევები მოჰყვა და კაკაბაძის დარტყმული ბურთი მეკარე ვუცოვმა მოიგერია. უკვე დასაწყისში მიიღეს ყვითელი ბარათები მექვაბიშვილმა და ლოჩოშვილმა. შემდეგ კვარაცხელიამ უშედეგოდ სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა. მოწინააღმდეგე დაცვაში ჩადგა და თამაში კონტრშეტევებზე ააგო. 30-ე წუთზე ხვიჩამ მცველის შეცდომით ისარგებლა და ჩვენი გუნდი დააწინაურა. ქართველი ფეხბურთელების უპირატესობა უკვე აშკარა იყო, ბულგარელებზე ზეწოლას აძლიერებდნენ და ლოგიკური მეორე გოლიც გავიტანეთ – დავითაშვილმა გაგნიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.
მეორე ტაიმი თავიდან გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა როგორც კი სანიოლის შეგირდები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას, მესამე გოლი ვუცოვს მიქაუტაძემ გაუტანა, რის შემდეგაც ფრანგმა სპეციალისტმა რიგი წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა, ბოლოს გულიაშვილმა ორჯერ ვერ უწია მიზანს და 3:0.
ერთი სიტყვის, ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ საფრანგეთის ძლევის მერე ფეხბურთელებმაც გაგვახარეს.
მომდევნო შეხვედრას 11ოქტომბერს გასვლაზე ესპანეთთან ჩავატარებთ.
საქართველო – ბულგარეთი 3:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (30), 2:0 გაგნიძე (44), 3:0 მიქაუტაძე (65)
საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე (ლომინაძე 83), ქოჩორაშვილი (მამუჩაშვილი 77), მექვაბიშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია (გულიაშვილი 77), დავითაშვილი (ლობჟანიძე 83), მიქაუტაძე (ზივზივაძე 77)
· ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა-შოთა რუსთაველი მაინც არ ისვენებთ ავი კაცები და სანიოლის გინებიდან ახლა გულიაშვილის გინებაზე გადახვედით
· ,, ირლანდიელებს იქვე ინგლისი აქვთ და მაქსიმალურად ხელს უწყობენ, ორ ნაბიჯში პრემიერლიგა აქვთ გახსნილი თუ ვინმემ გაიფაფხურა რამე. გაგვიჭირდება. : ))
· მანამდე რას ამბობდი? ეხლა გასაგდებია ხო? მანამდე სანიოლის კრიტიკოსებმა ბუდუ ბუდუთი აიკლეთ ყველაფერი, გულიაშვილი და სხვა დააყენოსო. სანიოლი ძლიერი სპეციალისტია და იციწ ვინ და რისი მაქნისია. ოხ ეგ დივან ექსპწრტები ჩამაგდებინა ხელში..
· pepe ლიხტენ სტეინი ჯობია ამ გუნდს ტურქეტს უნდა მოუგო ესე მამიიი
· ardiles78 ამას ჰქვია გამარჯვება კლასით.კალათბურთელების “ბრალი” იყო თუ რა,ემოციებისგან დაცლილი ,მაგრამ 100% გამარჯვებაში დარწმუნებული ვუყურე თამაშს.დიდი მადლობა ბიჭებს!
· რაბუ ძალიან კარგი. ბულგარელებს სადაც დავიჭერთ იქ უნდა გავაშავოთ )) ისეთი ანგარიშებით გვიგებდნენ ადრე. ირლანდიის მუღამი მაქვს კიდე ნეტა როდის შევხვდებით
· ბესო ეს ცხრიანი გულიაშვილი გასაგდებია ნაკრებიდან. ორჯერ ასიან შანსის დროს იღორა!! თორემ მეტი ანგარიშით მოვიგებდით!. ბურთებს კი რამხელა მნიშვნელობა აქვს, თანაბარი ქულების დროს, თქვენც იცით
· ლუკა ასე იხარეთ მუდამ ქართველებო როგორც დღეს გავიხარეთ!!! ღმერთმა დალოცოს საქართველოოო!!!
· მალხაზ ჯობავა გულიაშვილმა კიარ უნდა ივარჯიშოს, არამედ ღორობას უნდა დაანებოს თავი, თუარადა მწვრთნელმა თუ არ გააგდო, გუნდელები გააგდებენ. ორი სუფთა გოლი დააკლო ნაკრებს! ის ორი გოლი როდის დაგჭირდება რა იცი.
· lasha კარგია სანილოი რო მიხვდა თავის შეცდომებს მაგრამ საქმე ისაა ნაკრების მწვრტნელი არ უნდა ცდებოდეს. მითუმეტეს გადამწყვეტ მატჩში და უნდა შეეძლოს სწორი შმადგენლობის დაყენება ნუ რას ვიზამთ ჯობს გვიან ვიდრე არასდრსო ურემი რო გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო ისეა სანიოლის საქმე არ ვიცი თბილისში წაგებული მატჩის ტურქეთთან ამის ამოქაჩვა რამდენად არის შესაძლებელი ალბათ ესპანეთთან 4 ქულის არება და თურექტში მოგება. ნუ ბულგარეთში მოგება თავისთავად 🙂
· იბერიელი თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, გილოცავთ მეგობრებო ყველას მთელ საქართველოს, წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,
· .. სულ სხვა საფეხურზე გადავდართ და გულიაშვილისნაირი ღორბურთელებით ნუღა მოვიკლავთ თავს. არის აბუაშვილი, არის კვერნაძე, რო რამე კადისშიც გვყავს ტაბატაძე.
· ზურა გილოცავთ გამარჯვებას კალათბურთში და ფეხბურთში.კვარამ გააცოცხლა ქართული ფეხბურთი.
· tngh დიდი შანსია დღეს თურქეთი-ესპანეთი ფრედ დამთავრდეს… და შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყება
· ჯერ კიდევ წინაა ყველფერი. სიმართლე უნდა ვთქვა ძნელ გამარჯვებას ველოდი., მარა ჩვენებმა საერთოდ გააქრეს ბულგარელები მინდვრიდან. კვარა საუკეთესო იყო კაპიტნის სამკლაურით ნამდვილი კაპიტანი. ბრავო კვარა გილოცავ კაპიტნობას. დავითაშვილი მშვენიერი იყო და პროდუქტიული, ასისტიც ამაზე მეტყველებს. როგორც იქნა “ გავარსიკინეთ” სანილოს ყველამ ერთად და წვიმაში მშრალადაც შევინახეთ კარი. მგონი გულიაშვილმა კიდევ უნდა ივარჯიშოს ჯერ ნაკრები ადრეა ჩემი აზრით. ლომინაძეს ბევრი დრო უნდა მიეცეს მშვენივრად წაიღო ბურთი და საგოლედ უპასა მაგრამ გულიაშვილი სუსტი ყოფილა, ამდენი ცდიდან ვერცერთი ვერ გაიტანა.
· Gurulo v-ს 😂 მაგრად გესმის ფეხბურთი,მშურს შენი😂
· ჭ კლასი გულიაშვილი ახლა რამდენს სცოდავს/თავხედობს და რამეს რომ მიაღწიოს მერე რაღას იზამს… დასამუნათებელია უეჭველი და არც უნდა გამოიძახონ ერთხანს
· ალექს პირველ რიგში გილოცავთ! ისეთი დღეა არ მინდა ვინმეს მიმართ საყვედური,მაგრამ გულიაშვილი პასი.. პააასიიი.. ფეხბურთი გუნდური სპორტია გულიაშვილი!
· ალფა გადასარევი თამაში იყო. იმედია იაღლიშებს აღმოფხვრიან. სამწუხაროდ, გულიაშვილი არაა სანაკრებო დონე და რაც მალე მიხვდებიან მით უკეთესი. აბუაშვილი და კვერნაძე სადაცაა, იქ ფლანგზე გულიაშვილს რატო ათამაშეენ გაუგებარია.
· გეგი გავიხაროთ! ყველას გილოცავთ ხალხო და მადლობა ჩვენს ოქროს ბიჭებს! კიდევ ბევრი მოგება და წარმატების საწინდარი იყოს ეს!
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო – კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო – კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
